მხოლოდ ორი მედალი ტოკიოს გრან სლემზე
მხოლოდ ორი მედალი ტოკიოს გრან სლემზე
03.12.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იაპონიაში, 2023 წლის დასკვნითი ტურნირის პირველი დღე, ქართული გუნდისთვის ოქროს მედლის გარეშე დასრულდა. ამ ყალიბის მედალთან ჩვენი გუნდიდან ყველაზე ახლოს ლუკა მაისურაძე იყო, თუმცა, -90 კგ-ში წითელი არშიით მოასპარეზე ქართველი ტურნირის მასპინძელ, იაპონელ სანშირო მურაოსთან იპონით დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა. მაისურაძემ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და გზად ისრაელის, შვედი, ყირგიზი და კორეელის სპორტსმენები დაამარცხა.


-73კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ტერაშვილმა, რომელიც ნახევარფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან ვაზარით წაგების შემდეგ, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კორეელ ენკულ ლის დაუპირისპირდა და ვაზარით მოუგო.


ბრინჯაოს მედლის მოგების შესაძლებლობა ჰქონდა -57კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანსაც, რომელმაც ფინალურ ბლოკში მოახერხა გასხვლა, თუმცა, იაპონელ ტაიკი ნაკამურასთან დამარცხდა და  მედლის გარეშე დარჩა.


ასპარეზობის მეორე დღეს, ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა ლევან მატიაშვილსაც, თუმცა, ბრინჯაოს ფინალში ინალ ტასოევთან წააგო. +100კგ წონით კატეგორიაში, ლევანმა, მეორე წრიდან დაწყო, ჯერ მაროკოელი, შემდეგ კუბელი ჯუდოკები დაამარცხა. 1/2 ფინალში გასასვლელად, ტურნირის მასპინძელ იაპონელ სპორტსმენსაც სძლია. თუმცა, ნახევარფინალში ტამირლან ბაშაევთან დამარცხდა.


ამავე დღეს, ბრინჯაოს მედლის მოგება შეეძლო ლუხუმ ჩხვიმიანსაც, თუმცა, -60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი, იაპონელი ნაკამურასთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.  



ტოკიოს გრანდ სლემზე საერთო ჯამში 84 ქვეყნის 506 ძიუდოისტი მონაწილეობს, რომელთა შორის საქართველოს ნაკრები 16 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი. ამრიგად, შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ყულაბაში ორი მედალია.

 


ფოტო:  ©IJF / თამარ ყულუმბეგაშვილი / (c) Sabau Gabriela