2 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჩატარდება. ცერემონიის დროს, 20-დან 17 გუნდის ვინაობა ცნობილია. ამ რიცხვს კი, 2024 წლის მარტის ფლეი-ოფების ე.წ. მინი ტურნირებში გამარჯვებული ნაკრებები შეავსებენ.
სამი ფლეი-ოფის გამარჯვებულისთვის უეფა-მ ადგილები მე-4 კალათში დააბევა და ალბათ, ქართული ფეხბურთის ქომაგის მთელი ყურადღებაც სწორედ ამ კალათიდან დაკომპლექტებულ ერთ-ერთი ჯგუფზე გამახვილდება, ჯგუფზე, სადაც ფლეი-ოფი C ჩაჯდება. წილისყრამდე კი, გუნდები კალათებში, შემდეგნაირად გადანაწილდნენ.
კალათი 1: გერმანია (მასპინძელი), პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, ინგლისი
კალათი 2: უნგრეთი, თურქეთი, რუმინეთი, დანია, ალბანეთი, ავსტრია
კალათი 3: ნიდერლანდები, შოტლანდია, ხორვატია, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი
კალათი 4: იტალია, სერბეთი, შვეიცარია, ფლეი-ოფი A, ფლეი-ოფი B, ფლეი-ოფი C
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის სამიდან ერთ საგზურისთვის ბრძლას, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე", ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ დაიწყებს. აქ წარმატების შემდეგ კი, უშუალოდ საგზურისთვის საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ფოტო: @UEFA