2023 წლის ქვეყნის ჩემპიონმა „დინამო არენაზე“ 6-2 წააგო
2023 წლის ქვეყნის ჩემპიონმა „დინამო არენაზე“ 6-2 წააგო
28.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის 2023 წლის გათამაშების დასრულებამდე ერთი ტური რჩება. ვიცით, ქვეყნის ჩემპიონი, ბათუმის „დინამო", რომელიც კლუბის დაარსებიდან მე-100 საიუბილეო წელს შეეცდება 6 დეკემბერს დუბლი გაიფორმოს და საქართველოს დავით ყიფიანის თასიც მოიგოს. ვიცით, ვერცხლის მედალოსანიც, „დინამო თბილისი", რომელმაც, თუ სიმართლეს ვიტყვით, თავად გაფლანგა ქულები და ჩემპიონობა ბათუმელებს დაუთმო.

ეროვნული ლიგის ბოლოს წინა ტურში, „დინამო არენაზე", თბილისელთა საჩემპიონო კორიდორში გავლიდან რამდენიმე წუთში, სტუმრების „დინამომ" პირველი გოლი გაიტანა. თბილისელთა კარი, მე-3 წუთზე ჯოვინო ფლამარიონიმ აიღო. მე-8 წუთზე, ლაშა ოდიშიარიას გადაცემის შემდეგ, საბა ხვადაგიანმა ანგარიში გაათანაბრა. კიდევ რვა წუთში კიდევ, ბათუმელებმა ავტოგოლი გაიტანეს. ამის შემდეგ, ტაიმში კიდევ ოთხი გოლი გავიდა. ჯერ ზორან მარუშიჩმა (19'), შემდეგ გიორგი ხარაიშვილმა (22') წუთებზე ლაშა ოდიშარიას გადაცემების შემდეგ გაზარდეს ანგარიში, რის შემდეგაც, ზორან მარუშიჩის გადაცემის შემდეგ დავით სხირტლაძემაც (34') გაიტანა. ტაიმის მიწურულს, კი, ალექსანდერ იაკობსენმა, ერთი ბურთი შეამცირა. პირველი ტაიმი, „დინამო თბილისმა" 5-2 მოიგო. მეორე ტაიმში, თბილისელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. მათგან, უსმანე კამარასი ჩაითვალა, აი შეცვლაზე შემოსული დენის ბუშნიას ულამაზესი გოლი კი, VAR-მა გააუქმა.  სხვათა შორის ამ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა, „დინამო თბილისის" აკადემიის 17-წლამდეთა გუნდის წევრს ლუკა ბუბუტეიშვილს, რომელიც მიმდინარე სეზონში აკადემიის რიგებიდან, მთავარ გუნდში მოხვედრილი მეექვსე ფეხბურთელია. ალბათ, აქვე შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა", რომელმაც წელს სუპერთასი მოიგო, წელი სწორედ აკადემიის აღზრდილებზე „გადააგორა". ამ გადმოსახედიდან, თბილისელთა შედეგი, არც თუ ურიგოა. უკვე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, კი თბილისურმა და უფრო ტიტულოვანმა „დინამომ" 6-2 მოიგო.


მატჩის ფოტო-ამბავი


ბრინჯაოს მედლებისკენ და შესაბამისად, ევროთასების საგზურისკენ, ერთი ნაბიჯით წაიწია ქუთაისის „ტორპედომ", რომელმაც ამ ტურში „შუქურას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 9-0 დაამარცხა. ქუთაისელთაგან, ქობულეთელთა კარი ირაკლი ბუღრიძემ (29'), ნიკოლა ნინკოვიჩმა (35', 63', 67'),  გიორგი არაბიძემ (58'), გიორგი ფანცულაიამ (73', 78') და დავით იმედაძემ ( 83', 90") აიღეს. მოგეხსენებათ, ბევრი ტურით ადრე იყო ცნობილი, ის გუნდიც, რომელიც ყველა ვარიანტში მომავალ 2024 წლის სეზონში, ლიგა 2-ში ითამაშებდა და ეს, სწორედ, „შუქურა" იყო.


ამ ტურში, გორის „დილას" შეეძლო მესამე საფეხურზე გამაგრება, თუმცა, გორელებმა, ბათუმში, „ანგისაზე", წყალტუბოს სამგურალთან, 1-0 წააგეს. და ახლა, „ტორპედოს" 1 ქულით ჩამორჩებიან და თუკი, 2024-25 წლების ევროსეზონზე უნდათ მოხვედრა, ბოლო ტურში, აუცილებლად მართებთ გამარჯვება, რადგან თუკი „ტორპედო" ბათუმში ფრეს ითამაშებს, მესამე ადგილზეც ის დარჩება.


სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ბოლო ტური მნიშვნელოვანია გადათამაშების ზონაში მყოფი ორი გუნდისთვის, „გაგრასათვის" და „სამტრედიასთვის". ელიგის ბოლოს წინა ტურში, „სამტრედიამ" სწორედ „გაგრასთან" დაკარგა ქულები, შეხვედრაში, რომელშიც თავდაპირველად თვითონ დაწინაურდა 0-2 და შემდეგ, პირველი ტაიმი 2-3 მოიგო. თუმცა, მეორე ნახევარში გაგრელებმა მოახერხეს ჯერ გათანაბრება, შემდეგ, გამარჯვება 4-3 და ბოლო ტურის წინ, „სამტრედიას" 2 ქულით გადაასწრეს და რეალურად, დაიტოვეს შანსი, ბოლო ტურში, გადათამაშების ზონასაც დააღწიონ თავი, მხოლოდ, ამისათვის, „გაგრამ" აუცილებლად უნდა მოიგოს, „თელავმა" კი, ყველა ვარიანტში წააგოს.


„თელავმა" ამ ტურში, „კავკასიონ არენაზე" „საბურთალოს" უმასპინძლეს და 3-0 დაამარცხეს. თბილისურმა კლუბმა, რომელსაც საქართველოს თასის ფინალი და ბოლო ტურში, „დინამო თბილისთან" ქალაქური დერბი უწევს,  დიდი ალბათობით, აქცენტი სწორედ სათასო შეხვედრაზე გააკეთა და ევროტურნირებზე მოხვედრასაც დავით ყიფიანის თასის მოგებით შეეცდება.


სატურნირო ცხრილი

ბოლო ტურის კალენდარი