27 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ლაშა ბექაურმა სოციალურ „ქსელში პარი სენ ჟერმენის" ლოგოსთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ფრანგულ კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე ინფორმაცია გასააჯაროვა, ფრანგულმა კლუბმაც არ დააყოვნა და ბექაურთან ერთად, კიდევ ორი ქართველოს, ლაშა შავდათუაშვილისა და ტატო გრიგალაშვილის პსჟ-ში გადასვლის თაობაზე გაავრცელა ვრცელი სტატია, რომელიც ფრანგულმა სპორტულმა მედიამ, მალევე აიტაცა.
„ჩემთვის დიდი პატივია კლუბში ისეთი ძიუდოისტების გადმოსვლა, როგორებიც ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშილი და ლაშა ბექაური არიან. ლაპარაკია, სამ საუკეთესო ჯუდოკაზე, თავიანთ წონით კატეგორიებში. ყველას ზურგს საუკეთესო შედეგი უმაგრებს, აქედან ორს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული, ტატოს მსოფლიო ჩემპიონის. პსჟ-ს კლუბში მათი გადმოსვლა, კიდევ უფრო გაზრდის კონკრეტულ წონებში კონკურენციას, ჩვენს ისედაც ამბიციურ და ძლიერ გუნდში. გვჯერა, რომ მათი წვლილი უდიდესი იქნება მომავალ ტურნირებში", - ამბობს ჯამალ ბურა, სპორტული კლუბი პსჟ-ს ძიუდოს მიმართულების პრეზიდენტი.
თუმცა, ქართველი ძიუდოისტები, ამ დრომდე კონტრაქტის დეტალებს არ აკონკრეტებენ. თავის მხრივ, კლუბი იუწყება, რომ პირველი შეჯიბრი, სადაც -73, -81 და -90 კგ წონით კატეგორიებში პსჟ-ს ახალი წევრები იასპარეზებენ, 9-10 დეკემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილი ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე და „ლურჯ-წითლების" ღირსებას დაიცავენ. მათ შორის შეეჯიბრებიან ჯუდოკებს საქართველოდა.
შეგახსენებთ, რომ ტიტულოვან სამეულს, პსჟ-ში ლუკა მხეიძეც ხვდებათ, რომელიც საერთაშორისო სარბიელზე საფრანგეთის სახელით ასპარეზობს. ამავე კლუბშია ლეგენდარული ტედი რინერი.
„ადრე გერმანიის კლუბებში ქართველები ხშირად გამოდიოდნენ ხოლმე, აბენსბერგში. ახლაც გამოჩნდებიან ხოლმე, კომერციულ ტურნირებს ჭიდაობენ, მაგრამ ეს ყველაზე სერიოზული ტრანსფერია ბოლო წლებში", - ამბობს გიორგი ჭანიშვილი, ჩვენი კოლეგა და IJF-ის ხმა, TSFF.Ge-სთან კომენტარში.
ამ დრომდე , ძიუდოს ქართულ ფედერაციას ფაქტის შესახებ არაფერი განუცხადებია. თუმცა, თავად ფაქტი, წინასაოლიმპიადო პერიოდში, საკმაოდ მნიშვნელოვანი და სწორედ გათვლილია. სტაბილური სამზადისი მომავალი ოლიმპიური თამაშების ქალაქში, ვგონებთ, ქართველ სპორტსმენებზე აუცილებლად კარგად აისახება.
ფოტო: ©psg.fr