სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეა - ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს. ქართველმა 2023 წლის სეზონზე მოახერხა გამხდარიყო, ევროპის ჩემპიონი, მოეგო ევროპული თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატზე კი, ვერცხლის მედალი აეღო. ბაზაძის ეს შედეგი, შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ქართველი, პირველი მოფარიკავეა ჩვენი ქვეყნიდან, რომელმაც ფარიკაობის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.
სანდრო ბაზაძეს პრიზი, ეგვიპტეში გადასცეს, სიდანაც დღეს კიდევ ერთი სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ამბავიც მოვიდა. დღეს, ეგვიპტეში, ქალაქ შარმ ელ შეიხში, FIE-ს წლის შემაჯამებელი კონგრესი გაიმართა. კონგრესზე, ვიდრე საუკეთესო მოფარიკავეებს გამოავლენდნენ და ჯილდოებს გადასცემდნენ, გამოვლინდნენ ქალაქები და ქვეყნები სადაც უახლოეს წლებში მოფარიკავეთა მაღალი რანგის და მნიშვნელოვანი შეჯიბრები გაიმართება. კონკრეტულად კი, დასახელდნენ 2025 და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები.
საქართველოში და კონკრეტულად თბილისში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას, მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭრა. შესაბამისად, საქართველო საკალათბურთო ევრობასკეტისა და ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატის შემდეგ, კიდევ ერთი, ამჯერად ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.
ფოტო: © FIE / საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია