თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაში საკმაოდ ღირებული გამარჯვება მოიპოვა. იტალიურმა კლუბმა მე-10 ტურის მატჩში თურქულ გრანდ ფენერბაჰჩეს მოუგო. შეხვედრა ბოლონიაში გაიმართა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ 87-79.
იტალიურმა კლუბმა 2 ქულის სხვაობით მოიგო, 46-44. შენგელიას გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, როდესაც მეტოქეს 10 ქულით აჯობა და ბოლო პერიოდს 12 ქულიანი უპირატესობით შეხვდა. თორნიკემ მოედანზე 28:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სტუმრებს ჯონათან მოტლიმ ულიდერა, მან მეტოქეს 25 ქულა ჩაუგდო.
იტალიურ გუნდს ევროლიგის მიმდინარე სეზონში 7 მოგება და 3 მარცხი აქვს, რითიც მესამე ადგილზეა. ბოლონიელები მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩებიან. შენგელიას კლუბი მომდევნო ტურში მიუნხენში ბაიერნს ესტუმრება.
ვიდეო -კოლაჟი მატჩიდან