ესპანელებმა 19-წლამდებშიც მოგვიგეს
ესპანელებმა 19-წლამდებშიც მოგვიგეს
21.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური კი მოიგო, თუმცა, ჯგუფში ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა.

ჯგუფის ბოლო შეხვედრები, თბილისში, მიხეილ მესხზე პარალელურ რეჟიმში გაიმართა. მთავარ მოედანზე, ერთმანეთს, მოლდოვასა და კვიპროსის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ დამატებულ წუთზე, კვიპროსელებმა გოლის გატანა მოახერხეს და ერთი მოგებით ჯგუფში, მესამე ადგილი დაიკავეს.


რაც შეეხება მეორე შეხვედრა, იქ მსაჯმა მხოლოდ 3 წუთი დაუმატა შეხვედრას, თუმცა, საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირებაში, ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი, ქართველებს თამაში გადაერჩინათ. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ვასილ მაისურაძის გუნდმა ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა. როგორც ჩანს გარდამტეხი, შეხვედრის 5-წუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა, როდესაც 53-ე და 58-ე წუთებზე ესპანელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს. მესამე გოლი, საქართველოს 19-წლამდება 75-ე წუთზე გაუშვეს. ბოლოს, კი, მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, კიდევ ერთი გოლი მიიღეს. ესპანეთის 19 -წლამდებმა 0-4 გაიმარჯვეს, ჯგუფის ყველა შეხვედრა მოიგეს და ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდნენ. საქართველოს ნაკრებმა, ჯგუფში ორი მოგებითა და 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.


სფფ-ს ფოტო