22-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 3 მედლით დაასრულა
22-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 3 მედლით დაასრულა
20.11.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ბუდვაში (მონტენეგრო), 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე, 38 ქვეყნის 320 მოკრივეს შორის საქართველოს ნაკრები ათკაციანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ შორის ერთი ჯილდო გოგონათა ნაკრებზე მოდის.


ჩემპიონობასთან ახლოს იყო ლაშა გაგნიძე (63,5 კგ), მაგრამ ფინალში ესპანელ ოიერ იბარეჩესთან დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.


ბრინჯაოს მედლის მოპოვებით მისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწია გიორგი გუცაევმა (86 კგ) - ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მონტენეგროელ პეტარ ლიეშევიცთან დამარცხდა, თუმცა ამ ეტაპზე გასვლით უკვე განაღდებული ჰქონდა მესამე ადგილი.


ასევე ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა რაჰიბა ისმაილოვამ (48 კგ)  - ნახევარფინალში თურქ ნურსელენ იაგეტეკინთან დამარცხდა.