სფფ განცხადებას ავრცელებს, ჩვენ უეფა-ს წესდებებში ვიხედებით
სფფ განცხადებას ავრცელებს, ჩვენ უეფა-ს წესდებებში ვიხედებით
20.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვალიადოლიდში, უეფა-ს  ევრო 2024 ის ბოლო შესარჩევ მატჩში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები 3-1 დამარცხდა, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთ იყო ქართველი ფეხბურთელებიდან, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო. ეს, ხვიჩას მესამე ყვითელი იყო მიმდინარე შესარჩევ ციკლში და ბუნებრივია, ყველა „კვარას" მარტის ფლეი-ოფებში თამაში არ თამაშით დაინტერესდა. მოგვიანებით, სფფ-ს გენერალურმა მდივანმა შემდეგი განცხადება გააკეთა:


„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.


21 და 26 მარტს, გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს, თბილისში, ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.


23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას დინამო არენას ტრიბუნებიდან ამხნევებს.


სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ქვია", - ამბობს დავით მუჯირი.


ბუნებრივია, ხვიჩას გარეშე, მითუმეტეს, რომ ჩრდ. მაკედონიასთან მარცხის გამო, ჯიბიდან ამოცლილი ევროსაგზური ჯერ ისევ გვტკივა, ახლა კვარაცხელიას გარეშე თამაშით, ქართულ საფეხბურთო წრეებში ცოტა შიშმა დაისადგურა. თუმცა, ერთია „კვარასთან" ერთად კარგი თამაში და მეორეა საქართველოს ნაკრების კარგი თამაში გუნდურად, რაზეც, კონკრეტულად და ტრადიციულად პირადად ჩვენი გვერდი აკეთებს ხოლმე აქცენტს. აქ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის წუხილს და გაუთავებელ „აქილევსის ქუსლს"  - კლუბებში სათამაშო დროის სიმცირეს  ვგულისხმობ, თუ მადარდებს, თორემ თუ ევროპაზე გვინდა თამაში, „კვარა" არ მიწყენს იმედია, მაგრამ „კვარა" იქნება თუ მესი, გუნდმა უნდა ითამაშოს და მიაღწიოს შედეგს.


მიუხედავად ამ მიდგომისა, ვეცადე უეფა-ს ორი ტურნირის დებულებებში ჩამეხედა და მათში ურთიერთბმა მენახა. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჩემპიონატის დებულების 54.03 პარაგრაფის  (Cautions that have not resulted in a suspension expire on completion of the qualifying group stage. They are not carried forward to the play-offs nor the final tournament / გაფრთხილება, რომლებიც არ ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას, ანულირდებიან შესარჩევი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ. ისინი არ გადადის ფლეი-ოფში და არც ფინალურ ტურნირში) თანახმად, ასევე უეფა-ს ერთა ლიგის დებულების 50.03 პარაგრაფის ( Cautions that have not resulted in a suspension and pending yellow-card suspensions expire on completion of the league phase. They are not carried forward to the play-outs or to the finals / / გაფრთხილება, რომლებიც არ ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ან მოსალოდნელ დისკვალიფიკაცია, ანულირდებიან შესარჩევი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ. ისინი არ გადადის ფლეი-ოფში და არც ფინალურ ტურნირში), ხვიჩას ყვითელი ბარათები ანულირებას ექვემდებარება.  თუმცა, უეფა-ს ამავე დებულებებში, არის ევრო-ს შესარჩევი ტურნირის 54.05 პარაგრაფი (Pending yellow-card suspensions from either the group stage or the play-offs expire on completion of the qualifying competition. They are not carried forward to the final tournament / ჯგუფურ ეტაპზე ან ფლეი-ოფში, ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაციის ვადა სრულდება საკვალიფიკაციო ეტაპის გარდა და ის არ გადადის ფინალურ ეტაპზე), ანალოგიურ თემაზე, ერთა ლიგის პარაგრაფი  50.04 (Cautions and pending yellow-card suspensions from the play-outs and the finals expire at the end of the competition / ყვითელი ბარათების ვადა დამოსალოდნელი დისკვალიფიკაციის დრო ფინალური ან ფლეი-აუთის დროს, სრულდება ტურნირის დამთავრებისთანავე), რომლებმაც შესაძლოა ხვიჩას მიერ მიღებული ყვითელი ბარათებით გამოწვეული სანქციები გაამყარონ. ამ შემთხვევაში, არის ვადები, როდესაც დისციპლინარული საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო და მათი გასაჩივრება მითითებულ ვადებში დაიწყო. ამით, ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ არსებობს "ხავსი" რაზეც შეიძლება ჩაჭიდება...


და ბოლოს, ვალიადოლიდში დასრულებულ თამაშისთანავე, სოციალურ ქსელში, ხვიჩას მესამე ყვითელის გამო, დაიწყო ფეხბურთელის მიმართ ბულინგი. რა ვიცით, ვერავინ ვერასდროს განსჯის, როდის მიიღებს მოთამაშე ყვითელს. თუმცა, ნამდვილად ვიცი, რომ იქ სადაც ძლიერს უტარებენ, ჩვენი ქვეყნის დარი გუნდები, ძირითადად იჩაგრებიან. ესპანეთთან თამაშში, ისევე, როგორც შოტლანდიასთან მატჩში, მსაჯებმა, წვრილმანზე ჩვენს საწინააღმდეგოდ აფრიალეს ბარათები, თუმცა, საპირისპიროდ თავი შეიკავეს. ამ დროს, მსაჯთა უსამართლო გადაწყვეტილებები გავქვს მხედველობაში, მეტ-ნაკლებად ავტორიტეტი ფეხბურთელები (კაპიტნებთან ერთად), ვითარების გარკვევას ცდილობენ, შესაბამისად, „კვარას" აქტიურობას, პირადად ჩვენი გვერდი ამას მიაწერს. ამასთან, სტატიას, სწორედ ის ფოტო-კადრი დავურთეთ, სადაც ხვიჩამ, დამსახურებულად მსაჯთან ლაპარაკი გადაწყვიტა და დანარჩენი, თავად განსაჯეთ!