23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა
23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა
18.11.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

პოტსდამში (გერმანია), 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 მედალი მოიპოვა. საქმე ქართულ ფინალამდეც მივიდა.

ქართული ფინალი  მძიმე წონაში შედგა - საბა ინანეიშვილმა ირაკლი დემეტრაშვილთან წმინდა გამარჯვების შემდეგ ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დახურა. მანამდე ჩემპიონობა მოიპოვა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ), რომელმაც ფინალამდე 4 შეხვედრა მოიგო, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი, იპონით დაამარცხა ბელგიელ იარნე დიუკი.


ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კოტე კაპანაძემ (-73 კგ) - გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ ევჰენი ონჩარკოს იპონით აჯობა.


ოქროს მედალთან ახლოს იყო გოგონათა ნაკრების წევრი ნინო ლოლაძე (-57 კგ), რომელმაც ფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო, მაგრამ საჩემპიონო შეხვედრაში ნიდერლანდელ ელინ ჰენინგერთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მიიღო.


საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით 37 ქვეყანას შორის გოგონათა და ვაჟთა საერთო ჩათვლაში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, ვაჟთა შორის კი - პირველი.