ოლიმპიურ ზავზე პროექტის რეზოლუციას გაეროს წარუდგენენ
ოლიმპიურ ზავზე პროექტის რეზოლუციას გაეროს წარუდგენენ
17.11.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ოლიმპიურ ზავზე პროექტის რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეას 21 ნოემბერს წარუდგენენ. 

„ოლიმპიური ზავი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წლიდან, ძველი ოლიმპიური თამაშებიდან იღებს სათავეს ოლიმპიაში, მიმართულია ყველა საომარი მოქმედებების დასრულებისკენ, ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის უსაფრთხო გადაადგილების, სპორტსმენთა და მაყურებელთა მონაწილეობის უზრუნველყოფისკენ. IOC ოლიმპიურ ზავს 1992 წელს დაუბრუნდა და მას მერე მას ვიყენებთ ყველა თამაშებზე," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.


პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან დაკავშირებით, ოლიმპიურ ზავზე რეზოლუციის პროექტს IOC-თან, საერთაშორისო პარალიმპურ კომიტეტთან (IPC) და პარიზი-2024-ის  საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად საფრანგეთის მთავრობა წარადგენს.


1993 წლიდან მოყოლებული, გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველ ორ წელიწადში - ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე - რეზოლუციას იღებს, რაც სპორტის და ოლიმპიური იდეალების მეშვეობით  მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.