ბითაძე სასტარტოში აგრძელებს | გოგას 2 ქულა ჩიკაგოში ზედიზედ მოგებულ მატჩში
ბითაძე სასტარტოში აგრძელებს | გოგას 2 ქულა ჩიკაგოში ზედიზედ მოგებულ მატჩში
18.11.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ჩიკაგო ბულსს ისევ სძლია. ფლორიდული გუნდი ჩიკაგოში ჩასულ ბულსს მეორედაც დაუპირისპირდა და თუკი 2 დღით ადრე ბოლო წამზე, მინიმალური სხვაობით სძლია, მეორე ჯერზე შედარებით იოლად  103-97 მოუგო.


რაც შეეხება ქართველს, თუკი გოგამ წინა მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა, ამჯერად მოკრძალებული იყო. ბითაძე კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. ორლანდოელებს ფრანც ვაგნერმა ულიდერა, მან 21 ქულა ჩააგდო, ხოლო ჩიკაგოდან 34 ქულით საუკეთესო ზაკ ლავინი იყო.


გოგას ორლანდოს 7 მოგება და 5 მარცხი აქვს, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და 20 ნოემბერს გოგას ყოფილ გუნდს ინდიანას ეთამაშება.


კადრები მატჩიდან