საქართველოს 19-წლამდები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებენ
საქართველოს 19-წლამდები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებენ
18.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის აკადემიის" წარმომადგენლის, ლუკა შეროზიას დუბლის წყალობით, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, მოლდოველი თანატოლები 2-1 დაამარცხა და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა. თუმცა, ოფიციალურად ეს ამბავი, მას შემდეგ დადასტურდა, რაც ესპანეთის 19-წლამდებმა, კვიპროსი 2-0 დაამარცხეს.

დღევანდელ, ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი, ვასილ მაისურაძის გუნდმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნა. მე-8 წუთზე, მოლდოველთა კარი ლუკა შეროზიამ 11-მეტრიანი აიღო. უნდა ითქვას, რომ შეხვედრა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა. ამის შესახებ მეტყველებს სტატისტიკაც. ქართველმა ფეხბურთელებმა, მართალია, კარის ჩარჩოში მხოლოდ სამჯერ დაარტყეს, თუმცა, საერთო ჯამში 12 მცდელობა გვგქონდა მეტოქის კარის დასალაშქრად.


საინტერესოა, რომ თავის მხრივ, მოლდოველებმა კარის ჩარჩოს მიმართულებით, მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ისიც გოლით დასრულდა. ჩვენმა მეტოქემ, პირველივე ტაიმში, 35-ე წუთზე გაგვითანაბრა. პირველი ტაიმიც ფრედ, 1-1 დასრულდა. გადამწყვეტი და ელიტ-რაუნდის საგზურის მომტანი გოლი კი, 65-ე წუთზე კვლავ, შეროზიამ გაიტანა.


საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მესამე ტურის მატჩს კვლავ, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს. ქართველო და ესპანელი 19-წლამდები, რომლებსაც ორი ტურის შემდეგ  სატურნირო ცხრილში 6-6 ქულა აქვთ, ერთმანეთს, 21 ნოემბერს შეხვდებიან. თუმცა, ამ მატჩს, უფრო ფორმალური ხასიათი ექნება და ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენს. ორივე ნაკრები უკვე ელიტ რაუნდის საგზურს ფლობს.



სფფ-ს ფოტო