უმნიშვნელოვანესი 3 ქულა სკოპიეში, რამაზ სვანაძის გუნდი წელს მოგებით ასრულებს
უმნიშვნელოვანესი 3 ქულა სკოპიეში, რამაზ სვანაძის გუნდი წელს მოგებით ასრულებს
16.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თითქმის 13 დამატებული წუთი, 13 ყვითელი ბარათი, საიდანაც ერთი საბოლოოდ გაწითლდა, მასპინძელთა ნაცნობი ხელწერა - ბევრი პროვოკაცია, ვითარების ძალით დაძაბვა და აზერბაიჯანელი მსაჯის ენით აუწერელი შეცდომები (შეხვედრა მსაჯებს პირველი წუთებიდან გაექცათ ხელიდან), რომლებიც მასპინძელთა „წისქვილზე ასხამდა წყალს". ამის საპირისპიროდ, თამაში სტუმართა გუნდის სრული დომინაციით, ეს მოკლდე, რაც დღეს  სკოპიეში, FFM Training Centre-ის ცარიელ სტადიონზე ვიხილეთ, უეფა-ს 2025 წლის ევრო შესარჩევი ჯგუფის თამაშისას ჩრდ. მაკედონიისა და საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრებებს შორის. 

მატჩის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, მასპინძლებმა კარის მიმართულებით, მხოლოდ სამჯერ დაარტყეს და ერთხელ კარის ჩარჩოში. საწინააღმდეგოდ, ჩვენ 11-ჯერ მოვახერხეთ კარის მიმართულებით დარტყმა და 6-ჯერ კარის ჩარჩოში, საიდანაც ერთი გოლად საბა მამაცაშვილმა, 55-ე წუთზე გარდასახა, ულამაზესი შორეული დარტყმით. საერთო ჯამში, რამაზ სვანაძის გუნდმა ტაქტიკურად სწორი ფეხბურთი ითამაშა 0-1 გასვლაზე გაიმარჯვა და საჭირო 3 ქულა წამოიღო ჩრდ. მაკედონიიდან.


ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენს ჯგუფში, კვლავინდებურად ნიდერლანდების ნაკრები ლიდერობს 12 ქულით და ვიდრე აღნიშნული ნაკრები 20 ნოემბერს შვედეთს უმასპინძლებს, რომელსაც ამ მომენტისთვის 4 თამაშის შემდეგ, 7 ქულა აქვს, საქართველოს 21-წლამდები 5 თამაშის შემდეგ 10 ქულით მეორე ადგილზე არიან.


მატჩის სტატისტიკა


და ბოლოს, ისევ დღევანდელ, უფრო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთულ თამაშს რომ დავუბრუნდეთ, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიელების საპასუხო შეხვედრა 2024 წლის, 15 ოქტომბერს გამართავენ თამაშში. დღევანდელი შეხვედრიდან თუ ვიმსჯელებთ, მასპინძლებს ეს გარემოება, როგორც ჩანს აღარ ახსოვდათ.



სფფ-ს ფოტო