ვილი სანიოლის მიაჩნია, რომ ხვალ „დინამო არენაზე“ მატჩი 0-0 ნამდვილად არ დასრულდება
ვილი სანიოლის მიაჩნია, რომ ხვალ „დინამო არენაზე“ მატჩი 0-0 ნამდვილად არ დასრულდება
15.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გლაზგოს ამინდისგან განსხვავებით, ხვალ, უეფა-ს ევრო 2024-ის თბილისურ საკვალიფიკაციო მატჩის დღეს, ჰაერის ტემპერატურა ნოემბრისთვის უჩვეულოდ, 20 გრადუსამდე გათბება. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის ნაკრები, სწორედ ჩვენს ამინდს მიახლოებულ გარემოში ემზადებოდა საქართვლოსა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩისთვის, ნამგზავრი სტუმრები, დიდად ანთალიაში გავლილ აკლიმატიზაციას, მაინც არ უნდა ენდონ.

ამინდი ამინდად, მაგრამ ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე თბილისში გასამართი თამაში, თავის მხრივ, თავის მხრივ ვილი სანიოლიმაც იცის, რომ მარტივი არ იქნება.


„ხვალინდელი შეხვედრისთვის მაქსიმალურად ვემზადებით, თუმცა ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. შოტლანდია უკვე გასულია ევროპის ჩემპიონატზე. მეტოქემ მთელი საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში შესანიშნავად ითამაშა. ხვალინდელი შეხვედრა უნდა დაგვეხმაროს მარტის ფლეი-ოფის მატჩებისთვის მზადების პროცესში",  - ამბობს ვილი სანიოლი.





ქართველთა მთავარი მწვრთნელი და მისი სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ ოქტომბერში ჩატარებულმა ორმა კარგმა მატჩმა, გუნდში განწყობა ასწია და მარტის ბატალიებამდე, დარჩენილ თამაშებზე ფოკუსირებული გახადა.


„შოტლანდიასთან და ესპანეთთან მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია თავდაჯერებისთვის. თუმცა, მნიშვნელოვანია ასევე შოტლანდიისთვის, რადგან ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადონ. ვიმედოვნებ, კარგი თამაში გამოვა და გულშემატკივარი ისიამოვნებს. ვფიქრობ, რომ გახსნილი თამაში იქნება და გოლების გარეშე არ დასრულდება", - ამბობს სანიოლი.


საქართველოს ნაკრები თვლის, რომ იმისა მიუხედავად, რომ შოტლანდიას ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზური უკვე მოპოვებული აქვს, ხვალინდელი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იქნება და ამასთან, სანიოლი დარწმუნებულია, რომ ის 0-0 არ დასრულდება. თუმცა, ფრანგი, ტრადიციულად პროგნოზისგან თავს იკავებს.




ტრადიციულად მედია, ამჯერადაც კონკრეტული ფეხბურთელების მზადყოფნით, ჯანმრთელობით და ფსიქო-ემოციური მდგომარეობით დაინტერესდა. მაგალითად ზურიკო დავითაშვილიც, რომელიც მალე მამა გახდება, თუმცა, ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და ნოემბრის თამაშებისთვის მონდომებით ემზადება.


„ხვიჩა კვარაცხელია გასულ შესანიშნავი იყო. და მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო სეზონებშიც იგივე თამაში აჩვენო. თუმცა თუ დააკვირდებით მიმდინარე სეზონში მთელს ნაპოლის აქვს პრობლემა, ისე დამაჯერებლად ვერ თამაშობენ, როგორც გასულ სეზონში. და ხვიჩაც ამ გუნდის წევრია. ხვიჩა ჩემზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ვფიქრობ, ის ასეთ რთულ სიტუაციებში უფრო მეტს ისწავლის და ადრე თუ გვიან იგი მის ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება.


ახლა, არ დავმალავ და ყველაზე მეტად მიხარია, რომ ჩაკვეტაძემ ბოლო თვეებში საკმაოდ მოუმატა და ის კარგ გზაზე დგას. იმისთვის, რომ კარგ ფეხბურთელად შედგეს, მას შემდეგ, რაც მან კარგი ადაპტაცია გაიარა, კარგ ჩემპიონატშია და იმედია არ შეანელებს ამ გზით სიარულს", - ამბობს სანიოლი.




კონკრეტულად ჩვენმა გვერდმა ისარგებლა შესაძლებლობით კითხვა დაესვა გიორგი მიქაუტაძეთვის, რომელსაც „აიაქსში", უბრალოდ, რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად და დაუმსახურებლად ექცევიან. ჩვენი აზით ასეთ მომენტში, საჭიროა, რომ ფეხბურთელი ყოველ წამს გრძნობდეს მისი ქვეყნის გვერდში დგომას.


„მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ფანებს, რომლებიც, მიუხედავად ჩემი დღევანდელი მდგომარეობისა კლუბში, ჩემს გვერდით არიან და მამხნევებენ. გუნდის დასახმარებლად, ყოველთვის 100 %-ით მოტივირებული ვარ. გუნდის დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მოახლოებულია ფლეი-ოფისთვის. ვარჯიშებზე და თამაშების დროს თავს არ ვზოგავ. დამატებით ვვარჯიშობ. ჩემი ოჯახი ჩემთან ერთადაა და ძალიან მეხმარება. თავიდან სათამაშო პრაქტიკა  არც „მეციში" მქონდა, თუმცა გამოვედი იმ მდგომარეობიდან და იმედია ახლაც იმავეს გავაკეთებ",  - ამბობს ჟორჟი.




მოკლედ, ასეა თუ ისე, ვილი სანიოლის გუნდი ცუდ განწყობაზე თუნდაც იმიტომ არ უნდა იყოს, რომ თუკი რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევას არ ჩავთვლით ნოემბრის შეკრებაზე, ლეგიონერები კლუბებიდან საკმაოდ მომართულები და კარგ კონდიციაში ჩამოვიდნენ.


შეხვედრა ხვალ, „დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყებდა. თბილისში,  ქართველთა გუნდის ვარჯიშის დღეს, სალაროებში ჯერ კიდევ იყო თავისუფალი ბილეთები. აქვე შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის საქომაგოდ 1600-მდე ქომაგია ჩამოსული.