წლებია, ლენოვო ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერებშია, მაგრამ ესპანური ლიგის ნამდვილი გრანდები - რეალი და ბარსელონა დამარცხებული არ ჰყავს. მორიგი შანსი ტენერიფელებს 12 ნოემბერს ჰქონდათ, როცა კატალონიაში ბარსელონას დაუპირისპირდნენ, მაგრამ გრანდის დასამარცხებლად ძალები ბოლომდე არ ეყოთ.
ბოლო პერიოდის წინ ბარსელონა ტენერიფეს მხოლოდ 4 ქულით ამარცხებდა, თუმცა შეხვედრა ისე ჩამთავრდა, შერმადინის გუნდს მოგების შანსი არ მისცემია. საბოლოოდ კატალონიელებმა 94-83 მოიგეს. ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ბარსელონაში 18 ქულით ჯაბარი პარკერი იყო საუკეთესო, ტენერიფეში კი მარსელინო უერტასმა შეძლო 13 ქულის და 8 პასის დაგროვება, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
ლენოვო ტენერიფე 4 მოგებით და 5 წაგებით მე-13 ადგილზეა. კანარიელები მომდევნო ტურში 18 ნოემბერს, პალენსიას უმასპინძლებენ.
ვიდეო-კადრები მატჩიდან