ევროლიგაში ზედიზედ 5 მოგების შემდეგ თორნიკე შენგელიას ვირტუსმა პირველი მარცხი განიცადა. იტალიური კლუბის წარმატებული სერია მადრიდში შეწყდა, სადაც ბოლონიური კლუბი „რეალთან" 74-100 დამარცხდა.
შეხვედრის ბედი, როგორც შემდეგ გაირკვა, მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მადრიდელებმა 27-10 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
„რეალი" საქმე გამარჯვებამდ ეიოლად მიიყვანა, რაც დიდწილად ფაგუნდო კამპაცოს დამსახურებაა - 18 ქულა, 11 პასი. თორნიკემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 30:45 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. შენგელიამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა.
5 მოგებითა და 2 მარცხით ვირტუსი 18-გუნდიან ევროლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ვირტუსი ბოლონიაში მილანის ოლიმპიას მიიღებს.
ვიდეო-კადრები მატჩიდან