შერმადინის 11 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება ვეფ რიგასთან
09.11.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ" წლევანდელ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ესპანელებმა „ვეფ რიგას" უმასპინძლეს და 76-55 დაამარცხეს.
წარმატებაში თავისი ევლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ცენტრმა: შერმადინმა 18 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 11 ქულა, 5 მოხსნა და თითო დაფარება და პასია. „ტენერიფეში" საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო - 22 ქულა.
სამი ტურის შემდეგ C ჯგუფში „ტენერიფეს" „დარუშაფაკასა" და „შოლეს" 2-2 მოგება აქვთ და პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ.
ვიდეო-კადრები მატჩიდან