ვილი სანიოლის გუნდი ორშაბათიდან წლის ბოლო თამაშებისთვის შეიკრიბება
ვილი სანიოლის გუნდი ორშაბათიდან წლის ბოლო თამაშებისთვის შეიკრიბება
09.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრებისთვის შეიკრიბება. ვილი სანიოლიმ 13 ნოემბრიდან შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ინფორმაციას სფფ-ს სანაკრებო გვერდი ავრცელებს.


მეკარე: გიორგი ლორია („დინამო თბილისი", საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)


დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი", ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია" კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია", ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო თბილისი", საქართველო)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი", ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო", თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი", ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი", ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია).


სამწუხაროდ, ნოემბრის სანაკრებო თამაშების გამოტოვება ტრავმის გამო მოუწევს ოთარ კიტეიშვილს. გაფართოებულ შემადგენლობაში არ არის არც საბა ლობჟანიძე. სამაგიეროდ ოქტომბრის „შესვენების" შემდეგ, ვილიმ, გიორგი გოჩოლეიშვილს და გიორგი აბურჯანიას  კვლავ დაუძახა. ტრავმით გამოწვეული შესვენების შემდეგ, ბრუნდება ოთარ კაკაბაძეც. მოგეხსენებათ, გასულ სანაკრებო თვეს, გაბრიელ სიგუა თავდაპირველად ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელთა შეთანხმებით, „სიგუ" რამაზ სვანაძის გუნდს დაეხმარა. ამჯერად კი, ახლაგაზრდა ფეხბურთელი, კვლავ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაშია.


საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 13 ნოემბერს, 12:00 საათზე მედიას შეხვდება. ჩვენი გვერდი, ნოემბრის სანაკრებო ფანჯარას აქტიურად გააშუქებს.