6 დეკემბერს, მიხეილ მესხზე, დავით ყიფიანის საქართველოს თასის ფინალია...
6 დეკემბერს, მიხეილ მესხზე, დავით ყიფიანის საქართველოს თასის ფინალია...
07.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბათუმის „დინამო" და თბილისის „საბურთალო" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2023 წლის გათამაშების ფინალში არიან. ბათუმელებმა, 1998 წლის შემდეგ, რაც 25 წელი გამოდის, თასის ფინალში გასვლა ფოთში, ფაზისის სტადიონზე, ადგილობრივი „კოლხეთი 1913"-ის დამარცხების შემდეგ მოახერხეს.

მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ბათუმელებმა ალეკსანდერ იაკობსენის გოლის შემდეგ, ანგარიში 50-ე წუთზე გახსნეს. ამის შემდეგ, მასპინძლებს, დათა სიჭინავა გაუძევეს, თუმცა, 67-ე წუთზე, 10 კაცით დარჩენილმა ფოთელებმა ანგარიში გაქვითეს. 11 მეტრიანი ერეკლე ჯიჯავაძემ გაიატანა. შეხვედრა დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როდესაც თამაში ჯოვინო ფლამარიონიმ შემოატრიალა. ჯერ, 86-ე წუთზე ბათუმელები დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე კი, დუბლი გაიფორმა და ფოთელებს თამაშის გადარჩენის ბოლო იმედიც გადაუწურა. „დინამო" 1-3 დაწინაურდა. თუმცა, მატჩის ოქმში, სულ ბოლოს გრიგოლ ჩაბრაძის გვარი ჩაიწერა, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, შესაბამისად „გაწითლდა" და ახლა, ფინალის გამოტოვება მოუწევს. ფინალში კი, ბათუმის „დინამო" მეორედ შეეცდება თასის მოგებას.


თბილისში, პეტრო არენაზე „საბურთალომ" წყალტუბოს „სამგურალს" უმასპინძლა. ეს გუნდები, 2021 წელს, გემახსოვრებათ, ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ, „საბურთალომ" 1-0 გაიმარჯვა და საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა. თბილისელებს, პირველად თასი, 2019 წელს ჰქონდათ მოგებული. როგორც ჩანს, კენტ წლებში, თბილისელებს სათასო სარბიელზე უმართლებთ, თუმცა, ეს თეორია საბოლოოდ, რომ დამტკიცდეს, ამისთვის მათ, 6 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხზე მოუწევთ  ფინალში გარჯა. მანამდე კი, დღეს, 1/2 ფინალური შეხვედრა დაძაბულად და წყალტუბოელებისათვის „ცივი შხაპით" დაწყო. მე-2 წუთზე, ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. ცოტნე კაპანაძის გადაცემის შემდეგ, შოთა ნონიკაშვილმა უძლიერესი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.  სწრაფი გოლით, მხოლოდ მეორე ტაიმში, ლუკა ხორხელმა ულამაზესი გოლი გაუტანა ლაზარე კუპატაძეს. თუმცა, კიდევ ორ წუთში, თბილისელებმა სტატუს-კვო აღადგინეს. 49-ე წუთზე შეიკნე სილამ ანგარიში ორამდე გაზარდა. საბოოლოდ, „საბურთალო" 2-1 მოიგო და მესამედ მოიპოვა დავით ყიფიანის საქართველოს თასის ფინალში თამაშის უფლება.



სტატიაში გამოყენებულია ბათუმის "დინამოს" ფოტო