იტალიის ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას ვირტუსმა. ბოლონიელები სტუმრად, ქალაქ კრემონეში "ვანოლის" შეხვდნენ და 10 ქულის სხვაობით 83-93 დმარცხდნენ.
ვირტუსმა თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე და მესამე პერიოდები ჩააგდო (14-25, 15-25), მსგავსი ჩამორჩენის აღმოფხვრა კი ბოლო პერიოდში ვეღარ მოახერხა.
თორნიკე შენგელია ამჯერად მატჩის საუკეთესო მოთამაშე არ იყო, მაგრამ თანაგუნდელთა შორის მაინც ყველაზე გამორჩეული გახლდათ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 25 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
ვირტუს ბოლონია სერია A-ს 5 მოგებით და 1 წაგებით ტრენტოსთან, ვენეციასა და ბრეშასთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 11 ნოემბერს, ტრევიზოს უმასპინძლებს.