მხოლოდ მეექვსე საფრანგეთის გრან პრიზე
მხოლოდ მეექვსე საფრანგეთის გრან პრიზე
05.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საფრანგეთის  ქალაქ  ანჟეში ფიგურულ ციგურაობაში საფრანგეთის გრან პრის მესამე ეტაპის დამაგვირგვინებელი გალა კონცერტი გაიმართა. გალა-კონცერტზე, ისევე, როგორც ტურნირზე ქართული გუნდიდან მხოლოდ ქალთა ერთეულთა თანრიგში ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა და საბოლოოდ, მე-6 ადგილს დასჯერდა.

ჩვენი გუნდის წარმომადგენელი მოკლე პროგრამის შემდეგ მე-2 ადგილზე იყო. ნასტიამ მოკლე პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და 66.73 (36.79/29.94) ქულა დაიმსახურა და წინ მხოლოდ ამერიკელი იზაბო ლევიტო გაუშვა. შესაბამისად, თავისუფალ პროგრამაში ის ბოლოს წინა ასპარეზობდა. შესაძლოა, ამ გარემოებამ, გუბანოვა ოდნავ დაძაბა, რადგან სპორტსმენმა თავისუფალი პროგრამა მისთვის უჩვეულოდ, დაძაბულმა ისრიალა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთ ელემენტის შეცდომებისას დაუშვა შეცდომა, მის გამოსვლაზე ეს დაძაბულობა აისახა. თავისუფალ პროგრამაში გუბანოვამ, მხოლოდ მე-7 შედეგი აჩვენა 120.93 (60.48 / 60.45) და ორი პროგრამის ჯამში, მე-6 საფეხურზე აღმოჩნდა.


ეტაპი ვერ მოიგო ვერც ამერიკელმა ლევიტომ, რადგან თავისუფალ პროგრამაში მასაც არ გაუმართლა. საფრანგეთში, ქალთა შორის გამარჯვებული იაპონელი სუმიოში გახდა.