მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ქართული გუნდისთვის პირველ საასპარეზო დღე მედლების გარეშე დასრულდა. 3 ნოემბერს მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა, თუმცა 4 წონით კატეგორიაში, ქართველი ჯუდოკების საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას. ყველაზე შორს, -57კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი გავიდა და საბოლოოდ, რეპეშაჟის 1/2 ფინალში დამარცხდა. ამავე წონაში წარმატებით გახსნა ასპარეზობა ნინო ლოლაძემ, რომელმაც პირველი წრე მოიგო, თუმცა, მომდევნოში და ასპარეზობას გამოეთიშა.
მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა გიორგი სარდალაშვილმა -60 კგ წონით კატეგორიაში, თუმცა, შეხვედრის დროს, ხელის ტკივილის გამო, იძულებული იყო შეხვედრა შეეწყვიტა. აღნიშნულ წონაში კი, ევროპის ჩემპიონი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ქართული წარმოშობის ლუკა მხეიძე გახდა.
-66 კგ წონით კატეგორიაში, მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა ვაჟა მარგველაშვილმაც, თუმცა, წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე ქართველები 4 წონით კატეგორიაში სცდიან ძალებს.
-73კგ ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81კგ ტატო გრიგალაშვილი
-63კგ ეთერ ასკილაშვილი
-70კგ მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი
ასპარეზობები თბილისის დროით 15:00 დაიწყება. ფინალური ბლოკი კი, 19:00 არის დაგეგმილი.
ფოტო: © EJU / Emanuele Di Feliciantonio