რვა მოციგურავით ქართული გუნდი დენის ტენის სახელობის ტრადიციულ მემორიალზე ასპარეზობს
რვა მოციგურავით ქართული გუნდი დენის ტენის სახელობის ტრადიციულ მემორიალზე ასპარეზობს
02.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ემოციებით აღსავსე დღე საქართველოს ნაკრებისთვის ყაზახეთის ჩელენჯერის ეტაპზე", - ასე აფასებს დღეს, ყაზახეთში 1-დან 4 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველ  ასპარეზობის დღეს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.

ქართული გუნდი, ფედერაციის პრეზიდენტთან მარიამ გიორგობიანთან ერთად, ყაზახეთში, ტრადიციული დენის ტენის ხსოვნის ჩელენჯერის სერიის ჩემპიონატზე საასპარეზოდ იმყოფება. მედლების კომპლექტები გოგონებსა და ვაჟებს შორის, ასევე სპორტულ ცეკვებში, როგორც უფროსებში, ასევე ახალგაზრდებს შორის თამაშდება. ქართული გუნდი, ყველა კატეგორიაში არის წარმოდგენილი. საერთო ჯამში კი, ჩვენები 8 სპორტსმენით შეეცდებიან საქართველოს სახელის დაცვას.


უფროსებს შორის ასპარეზობენ: ნიკა ეგაძე (ვაჟები), დიანა დევისი/გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები), ალინა ურუშაძე (გოგონები). ახალგაზრდებს შორის კი, ტურნირის მოგებას ინგა გურგენიძე (გოგონები), მარია ალიევა/ეჰორ ბარშაკი (სპორტული ცეკვები) და კონსტანტინ სუპატაშვილი (ვაჟები) შეეცდებიან.


სპორტის ამ ლამაზი სახეობის ქართველი მოყვარულისთვის ბევრის სახელი ცნობილია, თუმცა, ჩვენი გვერდის ყურადღება ერთმა წყვილმა მიიქცია, უკრაინული წარმოშობის ეჰორ ბარშაკმა და აზერბაიჯანული წარმომავლობის მარია ალიევამ, რომლებმაც საქართველოს დროშის ქვეშ, ქართული გუნდის სახელით ასპარეზობა გადაწყვიტეს.


ყაზახეთში, მოკლე პროგრამაში, ყველა კატეგორიაში დასრულდა ასპარეზობა, თავისუფალი პროგრამის შემდეგ ქართველ სპორტსმენთა შედეგები კი ასეთია:

ნიკა ეგაძე - ვაჟები 1 ადგილი 83.95 (45.12 / 38.83)

ალინა ურუშაძე - გოგონები, მე-2 ადგილი 58.80 (31.60/ 27.20)


ახალგაზრდათა შორის ვითარება ასე გამოიყურება:

მარია ალიევა/ეჰორ ბარშაკი - სპორტული ცეკვები, მე-2 ადგილი 57.75 (33.58 /               24.17)

ინგა გურგენიძე - გოგონები, მე-3 ადგილი 54.22 (31.51/23.71)          

კონსტანტინ სუპატაშვილი - ვაჟები, მე- 4 ადგილი 62.30     (34.36 / 28.94)


3 და 4  ნოემბერს, აღნიშნულ კატეგორიებში ქართველი სპორტსმენები თავისუფალ პროგრამას წარადგენენ. ხვალვე, 3 ნოემბერს, დაიწყება ასპარეზობა სპორტულ ცეკვებში უფროსების კატეგორიაში, სადაც ასევე დიდი მოლოდინები გვაქვს, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვებულები, მოგეხსენებათ, ორი დისციპლინის შემდეგ, გამოვლინდებიან. ასე, რომ ბოლომდე, ერთად ვქომაგობთ ქართულ გუნდს, რომელიც უფრო და უფრო მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი ხდება.