ზუსტად ერთი დღე დარჩა ძიუდოში, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატიდან, რომელსაც მონპელიე უმასპინძლებს. 3-დან 5 ნოემბრის ჩათვლით ეს ფრანგული ქალაქი, 46 ქვეყნის 400-ზე მეტ ძიუდოისტს უმასპინძლებს Sud de France Arena-ზე. ქართული გუნდი, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის მედლების მოგებასაც შეეცდება, ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით არის წასული. ამასთან რამდენიმე წონა, ქართულ გუნდს გაორებული აქვს, მათ შორის ვაჟთა შორის -73კგ და -90კგ ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული ქართული ფინალებიც ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში, ტურნირის დაწყებამდე ქართულ სპორტულ საზოგადოებას ამის დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს.
-60კგ გიორგი სარდალაშვილი
-66კგ ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81კგ ტატო გრიგალაშვილი
-90კგ ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური
-100კგ ილია სულამანიძე
+100კგ გურამ თუშიშვილი
-57კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-63კგ ეთერ ასკილაშვილი
-70კგ მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი
+78კგ სოფიო სომხიშვილი
აღსანიშნავია, რომ მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი 9-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა. ამასთან ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ეს კარგი რეპეტიცია გამოვა საფრანგეთისთვისაც, რომელმაც 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებს და ერთ-ერთ სახეობად ძიუდოსაც უნდა უმასპინძლოს.
შეჯიბრების პირველ და ბოლო დღეს მედლების 5-5 კომპლექტი, 4 ნოემბერს კი 4 კომპლექტი გათამაშდება. ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ქართული გუნდიდან კი ჩვენ, ყოველ დღე, როგორც ვაჟებს ასევე, ქალთა შორისაც გვეყოლებიან წარმომადგენლები და იმედია, მედალოსნებიც.
3 ნოემბერი - ვაჟები: -60კგ, -66კგ, გოგონები: -48კგ, -52კგ -57კგ;
4 ნოემბერი - ვაჟები: -73კგ, -81კგ, გოგონები: -63კგ, -70კგ;
5 ნოემბერი - ვაჟები: -90კგ,-100კგ, +100კგ, გოგონები: -78კგ, -+78კგ;
ტურნირის დღეებში წინასწარი შეხვედრების დასაწყისი ორგანიზატორებმა, შემდეგნაირად განსაზღვრეს: 3 ნოემბერი - 14:00, 4 ნოემბერი - 14:30, 5 ნოემბერი - 14:30.
რაც შეეხება ფინალური ბლოკი, რომლის ტრანსლაციაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით იქნება შესაძლებელი, სამივე დღეს 19:00 საათიდან დაიწყება.