„დინამო თბილისი“ ბათუმის „დინამოს" 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულია
„დინამო თბილისი“ ბათუმის „დინამოს" 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულია
01.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის" 15-წლამდეთა გუნდი ბათუმის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ბათუმში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ფინალში, რომელიც აჭარაბეთ არენაზე გაიმართა, „ვალენსია" 2-0 დაამარცხეს. ანგარიში, შეხვედრის 30 წუთზე ანდრია ეკუტიძემ გახსნა. დინამოელმა „კვარას" სტილში რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა მეტოქის საჯარიმოში და მხოლოდ შემდეგ გაუშვა ის კარის მიმართულებით. შეხვედრის მიწურულს „ვალენსიას" გათანაბრება შეეძლო. თუმცა, ბოლო გოლი ამ შეხვედრაში დინამოელებმა გაიტანეს, მატჩის ბოლო წუთზე „ვალენსიის" კარი ნიკა გოლავამ აიღო.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ზურა ელიავას გუნდმა" აზ ალკმაარი" 2-1, სფფ-ს აკადემია 2-0 მოუგო, „მარსელს" 2-0 ა მოუგო და ჯგუფი დაუმარცხებლად დაასრულა. ამის შემდეგ, დინამოელებმა, 1/2 ფინალში ქუთაისის „ტორპედო" 4-1 დაამარცხეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.


გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე, თასის გარდა, დინამოელებს ინდივიდუალური პრიზებიც გადასცეს. ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი - ნიკა სილაკაძე, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი  ანდრია ეკუტიძე გახდნენ.


ტურნირში, რომელიც ბათუმის „დინამოს" 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, შავიზღვისპირა ქალაქში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას „ვალენსია" (ესპანეთი), „ალკმაარი" (ნიდერლანდები), მარსელის ოლიმპიკი" (საფრანგეთი), „რიზესფორი" (თურქეთი), „დინამო თბილისი", ბათუმის „დინამო", ქუთაისის „ტორპედო" და სფფ-ს აკადემიის 15-წლამდეთა გუნდები.


ტურნირის გამარჯვებული ბათუმში შემდეგი შემადგენლობით იყო წასული: U15 „დინამო თბილისი": დაჩი ჩოჩოშვილი, გიორგი გონგაძე, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, საბა ხარებაშვილი, შოთა დიაკონიძე, გიორგი კვიჟინაძე, ნიკა ბაქრაძე, ლუკა ციკოლია, საბა ხოფერია, კობა კაკაშვილი, ანდრია ეკუტიძე, ალბერტ მადოიანი, ნიკა სილაკაძე, ნიკა გოლავა, ავთო გიორგაძე, ლუკა ჯაბუა, ნიკა ადუაშვილი, საბა კვირკველია და გიორგი სამხარაძე.


მწვრთნელი - ზურაბ ელიავა



სკ "დინამო თბილისის" ფოტო