დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ტრადიციული, რიგით მე-9 ფოტო-კატალოგის „სპორტფოტო"-ს პრეზენტაცია გაიმართება. კატალოგი არის ამავე სახელწოდების ყოველწლიური პროექტის ერთ-ერთი რგოლი და როგორც წესი, ყოველწლიური შემაჯამებელი ფოტოგამოფენის ფარგლებში გამოიცემა. თუმცა, წელს გამოფენიდან კატალოგის გამოცემამდე საკმაოდ დიდი დრო გავიდა. დღეს კი, როგორც მე-9 გამოცემამ დღის სინათლე ნახა.
გამოცემის პრეზენტაცია ვიწყო წრეში ჩატარდა, სპორტის ქომაგების, სპორტული ფედერაციევბისა და მედიის წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებას სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ესწრებოდნენ.
კატალოგი, ისევე როგორც წინა წლებში, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დაფინანსებით გამოიცა. მასზე მომუშავე ჯგუფი შეეცადა 220 გვერდში ჩაეტია ერთი სპორტული წელი, რომელიც მრავალი საინტერესო მომენტით იყო გამორჩეული. ისევე, როგორც წინა წლებში, პროექტში წელსაც გვყავს რამდენიმე დებიუტანტი, მათ შორის ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის ბადრი კეთილაძის შვილის, მარიამი ნამუშევრები. მარიამმა, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბადრის კამერით პირველი ფოტოები გადაიღო და „სპორტფოტოს" 2022 წლის გამოცემაში მის საინტერესო ნამუშევრებიც შევიდა.
ისევე, როგორც წინა წლებში, „სპორტფოტო" თემატურად ხუთი ოლიმპიური რგოლის პრინციპით აეწყო. დებიუტანტი ავტორების ნამუშევრები, ე.წ. საავტორო რგოლში განთავსდა. კიდევ ერთი რგოლი, მთლიანად ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა, სადაც პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას ფიგურული ციგურაობის ქართულმა გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა. აღსანიშნავია, რომ ამ რგოლისთვის ფოტოები საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მოგვაწოდა, რომელიც მეორე წელია აქტიურად არის ჩაბმული ჩვენს პროექტში. ზამთრის თამაშებზე კი, სპორტულმა ფოტოგრაფმა, ხატია ჯიჯეიშვილმა იმუშავა.
2022 წელს, პირველად იასპარეზა საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმაც ევროპის ჩემპიონატზე. ამ მიმართულებით, პროექტში, UEFA ჩაერთო. ტრადიციულად, მონაწილეთა შორის არის IJF (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) და IWF (ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია). მონაწილეთა შორის არიან ასევე ქართული ფედერაციები და სპორტული კლუბები. საერთო ჯამში, „სპორტფოტო 2022"-ზე წარმოდგენილია კადრები სპორტის რამდენიმე ათეულ სახეობას მოიცავს.
განსხვავებით წინა წლებისგან, „სპორტფოტო 2022" შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 100 ცალი დაიბეჭდა.
პროექტმა, 2014 წლიდან თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა თბილისის სპორტულ ცხოვრებაში. ჩვენი ჯგუფი, ცდილობს, ამ სახით, სპორტული ფოტოგრაფებიც წაახალისოს და თავად სპორტსმენებიც. ამას გარდა, შექმნას წლის სპორტული ფოტო-ისტორია. თავად პროექტი, ამ სახითა და სახელწოდებით კი, 2014 წლიდან აგრძელებს ცხოვრებას. „სპორტფოტოს" მთავარი მიზანია თბილისში და მთლიანად საქართველოში, სპორტული ფოტოგრაფიის განვითარება.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ წინა წლების მსგავსად, ვიდრე პროექტზე მომუშავე ჯგუფი საიუბილეო მე-10 გამოცემაზე აქტიურად დაიწყებს მუშაობას, პროექტი საჯარო სკოლებში „გავა" და ქართული სპორტის შესახებ საკმაოდ საინტერესო შეხვედრებს გამართავს.
თეო ომანაძის ფოტოები