დღეს, აბუ დაბიში, ტრადიციული გრან სლემის ბოლო საასპარეზო დღე იყო. ტატამზე კი, შეიძლება ითქვას, საქართველოს ნახევრი გუნდი გამოვიდა. ჩვენები, სამ წონით კატეგორიაში, რომლებშიც სწორედ, დღეს გათამაშდა მედლების კომპლექტები ექვსი სპორტსმენით იყვნენ წარმოდგენილები.
-90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილი და აკაკი ჯაფარიძე ასპარეზობდნენ. ჯაფარიძემ პირველი წრიდან დაწყო და გერმანელი ტიმ შმიდტი და ბრაზილიელი ჯოვანი ფერეირაც დაამარცხა, თუმცა, 1/8 ფინალში თავად დამარცხდა უნგრელ თოხთან და ასპარეზობას გამოეთიშა. რაც შეეხება გიორგი ჯაბნიაშვილს, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა და თავდაპირველად პარაგვაელი და ამერიკელი ძიუდოისტები გამოთიშა ასპარეზობას, თუმცა, 1/2 ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში თავად დამარცხდა კორეის წარმომადგენელთან. შესაბამისად, გიორგის რეპეშაჟზე გადართვა და ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი მიეცა, რომელიც ქართველმა კარგად გამოიყენა. ჯერ, აზერბაიჯანელი ტალიბოვი დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესტონელ კალიულაიდს სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
-100 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ჯაფარიძე ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა. რაც შეეხება ონისე სანებლიძეს, მან გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო, თუმცა, გერმანიის წარმომადგენელ, ქართული წარმოშობის გიორგი უძილაურთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
+100 კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილი და უჩა ტაბატაძე ასპარეზობდნენ. უჩამ, მეორე წრიდან დაიწყო და კვიპროსის წარმომადგენელს სძლია, თუმცა, მომდევნო შეხვედრა, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა. საბა ინანეიშვილმა სენეგალელი და ჩენი ძიუდოისტები დაამარცხა, თუმცა, 1/2 ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ინალ ტასოევთან დამარცხდა. რეპეშაჟის ნახევარფინალში, ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს მოიგო, შემდეგ კი, ტამირლან ბაშაევთან დამარცხდა. წონის გამარჯვებული კი, ინალ ტასოევი გახდა.
შეგახსენებთ, რომ სულ აბუ დაბის 2023 წლის გრან სლემზე ქართული გუნდი 12 ჯუდოკათი იყო წასული. ასპარეზობის პირველ დღეს, -66 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული ვაჟა მარგველაშვილი გახდა.
საერთო ჯამში, ქართულმა გუნდმა წინა წლისგან განსხვავებით, მხოლოდ 2 მედალი აიღო, ერთი ოქრო და ერთიც ბრინჯაო.
ფოტო: IJF / (c) Sabau Gabriela