გოგა ბითაძემ ნბა-ს სეზონი 7 ქულით და მოგებით გახსნა
გოგა ბითაძემ ნბა-ს სეზონი 7 ქულით და მოგებით გახსნა
26.10.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2023-24 წლების სეზონში პირველი მატჩები გამართეს გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა. გოგას „ორლანდომ" „ჰიუსტონს" უმასპინძლა და 116:86 დაამარცხა.ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მწვრთნელის მიერ მიცემული ხუთი წუთი ნაყოფიერად გამოიყენა: 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

მამუკელაშვილის „სან ანტონიომ" „დალასს" უმასპინძლა და 119:126 დამარცხდა. ანგარიშზე 119:119 გადამწყვეტი როლი დალასელთა სლოვენიელმა გამთამაშებელმა ლუკა დონჩიჩმა (33 ქულა) ითამაშა. ორი ეფექტური პასით თანაგუნდელებს 5 ქულა ჩააგდებინა, რასაც ერთი სამიანი მიაყოლა.


„სან ანტონიოს" მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილი არ ათამაშა.