დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპი დაიწყო. შეხვედრები, რომლებიც 2 დღეზეა გადანაწილებული, ორი შეხვედრით გაიხსნა. ერთ-ერთში, რომელიც ხაშურში, გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ლიგა 3-ის მერვე ადგილოსანმა „ირაო", ეროვნული ლიგის ლიდერს, ბათუმის „დინამოს" უმასპინძლა. აჭარული კლუბის გამარჯვებით 1-4 დასრულდა. ანგარიში ბათუმელებმა სწრაფი გოლით გახსნეს. მე-7 წუთზე გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა. 16 წუთზე, „დინამო" უკვე 0-2-ს იგებდა. ბათუმელებმა ანგარიში, 11-მეტრიანით გაზარდეს. ტაიმის მიწურულს, ნიკა კონიაშვილმა ანგარიშის შემცირება მოახერხა. თუმცა, მეორე ტაიმში კვლავ ორი გოლი გაუშვეს. ამჯერად, 66-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ, 74-ე წუთზე კი, თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს. ბათუმის „დინამო", როგორც მოსალოდნელი იყო 1/2 ფინალშია, სადაც მისი მეტოქე ხვალ, 18 საათზე ფოთში გაირკვევა. „ფაზისის" სტადიონზე, ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერი „კოლხეთი 1913", ქუთაისის „ტორპედოს" შეხვდება.
მეორე ნახევარფინალში, თბილისის „საბურთალო", ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, „სამგურალისა" და „დინამო თბილისის" წყვილის გამარჯვებულს დაელოდება. საბურთალოელებმა, დღეს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მასპინძელი გორის „დილა", მშრალი მატჩისა და დამატებითი ორი ტაიმის შემდეგ, 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხეს. საფეხბურთო ლატარეაში, ლაზარე კუპატაძემ ერთი ბურთის მოგერიება მოახერხა, გორელთა მეკარე, გია ჩადუნელის დარტყმის შემდეგ ძელმა გადაარჩინა. როგორც ჩანს ამით შეგულიანებულმა „დილას" მეკარემ, თავად სცადა პენალტის გატანა, თუმცა, მისი დარტყმული საკმაო მანძილით ასცდა კარს. 1/2 ფინალური გოლი კი, გიორგი კოხრეიძემ გაიტანა."საბურთალომ" 3-4 იმარჯვა.
სფფ-ს ფოტო