ლოს ანჯელეს ი-2028 აშშ-ში შესვლის გარანტიას ყველა სპორტსმენს აძლევს
23.10.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისხელმძღვანელი კეისი ვასერმანი 2028 წლის თამაშებში ნებისმიერი ქვეყნის სპორტსმენის მონაწილეობის დაშვების უზრუნველსაყოფად აშშ-ის მთავრობასთან მიღწეულ შეთანხმებაზე იტყობინება.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ხელმისაწვდომია აბსოლუტურად მთელი მსოფლიოს ათლეტებისთვის," - მუმბაიში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 141-ე სესიაზე განაცხადა ვასერმანმა.
ცოტა ხნით ადრე, IOC-ის ოლიმპიური თამაშების მასპინძლის შესარჩევი კომისიის ხელმძღვანელმა და ხორვატიის ყოფილმა პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც არღვევენ ოლიმპიურ ქარტიას, ზღუდავენ სხვა ქვეყნების სპორტსმენთა მონაწილეობას, შეიძლება ჩამოერთვათ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება.