შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში რეალიზებული ორქულიანების რეკორდსმენია
შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში რეალიზებული ორქულიანების რეკორდსმენია
22.10.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 მარცხი განიცადა გიორგი შერმადინის ტენერიფემ. კუნძულელთა მეტოქე ესპანეთისა და სრულიად ევროპის გრანდი მადრიდის რეალი გახლდათ, რომელმაც ტენერიფე მისსავე მოედანზე ბრძოლაში - 82-76 დაამარცხა.


გიორგი შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 14 წუთი, 4 ქულა, 1 მოხსნა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი მიითვალა, 18 ქულით „ტენერიფეს" ბომბარდირი ჰაიმე ფერნანდესი გახდა, „რეალს" კი კაბოვერდელი ედი ტავარეში გაუძღვა - 14 ქულა, 8 მოხსნა.


კანარელებს უახლოესი მატჩი 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ელით - თურქულ „დარუშაფაკას" ესტუმრებიან.


წაგების მიუხედავად ზეიმის მიზეზი აქვს ქართველ ცენტრს, რომელმაც „რეალთან" შეხვედრაში ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში 733 რეალიზებული ორქულიანი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მანამდე საუკეთესო შედეგი გერმან გლეზს ჰქონდა - 731.


584 ჩაგდებული ორქულიანით მეოთხე ადგილზეა შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი.