24 და 25 ოქტომბერს, საქართველოს 4 ქალაქში, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართება. ამ ეტაპისთვის გათამაშებაში ეროვნული ლიგის ექვსი, ერთი ლიგა -ის და ერთიც ლიგა 3-ის წარმომადგენელია. სწორედ, ლიგა 3-ის მერვეადგილოსანი „ირაო" უმასპინძლებს ხაშურში, გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს". შეხვედრა, 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება.
ამავე დღეს, 19:00 საათზე, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილა" თბილისის „საბურთალოს" მიიღებს".
კიდევ ორი შეხვედრა 25 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ამ დღეს, 14:30 საათზე, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალი", „დინამო თბილისს" უმასპინძლებს.
ბოლო, მეოთხედფინალური შეხვედრა კი, 18:00 საათზე დაიწყება და ფოთის ფაზისის სტადიონზე, „კოლხეთი 1913", ქუთაისის „ტორპედოს" მიიღებს.
საქართველოს თასის 2023 წლის გათამაშების ამ და 1/2 ფინალური ეტაპების წილისყრისას, რომელიც სფფ-ში, 15 სექტემბერს გაიმართა აღინიშნა, რომ 1/2 ფინალები 8 ნოემბერს ჩატარდება. საქართველოს თასის ფინალური შეხვედრას კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. თუმცა, ამ ეტაპზე თასის ფინალის გამართვის დღე უცნობია.
სფფ-ს ფოტო