საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ოქტომბრის ერთა ლიგის თამაშებისთვის შეიკრიბა
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ოქტომბრის ერთა ლიგის თამაშებისთვის შეიკრიბა
21.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

27 და 31 ოქტომბერს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, უეფა-ს ერთა ლიგის მორიგე შეხვედრებს გამართავს. ჩვენი გუნდი ლიეტუვას ნაკრებს ჯერ სტუმრად ეთამაშება, შემდეგ კი, თბილისში უმასპინძლებს.

„ფეხბურთელები მზად არიან მოახლოებული მატჩებისთვის. გამოვიძახეთ საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. ვფიქრობ, კარგად ვაჩვენეთ ჩვენი განვითარება ლუქსემბურგთან მატჩი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მინდა, რომ ამ გუნდმა გამარჯვებები მოიპოვოს, რაც ნამდვილად შეუძლიათ. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა, რაც მთავარია, ფეხბურთელებს ამის სურვილი აქვთ. გუნდში კარგი განწყობაა, ყველა იბრძვის სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, რაც ნიშნავს, რომ გუნდში ჯანსაღი გარემოა. ამავდროულად, ფეხბურთელებში ძალიან მეგობრული განწყობაა და აქვთ სურვილი მიაღწიონ შედეგს. ასე რომ, მათ ვენდობი და ვიცი, რომ ეს შეუძლიათ", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.




საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მოახლოებული თამაშებისთვის მზადებას 19 ნოემბრიდან შეუდგა. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელს დაუძახა. ებრაელი სპეციალისტის გუნდში არიან „ახალწვეულებიც". ამას, ირის ანტმანი ქალთა ეროვნული ჩემპიონატის თამაშიდან თამაშზე სიარულსა და სელექციას მიაწერს. ამას გარდა, თვლის რომ აღნიშნული ფეხბურთელები ინდივიდუალურ დავალებებსაც ასრულებენ და ნაკრებში სათამაშოდაც მზად არიან.




ქალთა ეროვნულის ოქტომბრის თამაშებზე გამოძახებულები არიან:


მეკარეები: თეონა სუხაშვილი („სანედი", იონიშკისი, ლიეტუვა), სვეტალნა გაბელაია („კოლხეთი", ხობი), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი")


მცველები: მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი"), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი"), სალომე გასვიანი („კვარტალი", თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი („ლანჩხუთი"), ნინო გუჯაბიძე („ლანჩხუთი"), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), თამარ ტატუაშვილი („თრაბზონსფორი", თურქეთი), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი", გერმანია)


ნახევარდაცვა/თავდასხმა:  ნინო პასიკაშვილი („კვარტალი", თბილისი), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი"), ნათია დანელია („კვარტალი", თბილისი), თეონა თოდაძე („კოლხეთი", ხობი), ტატიანა მატვეევა, ანა ჩემინავა („თრაბზონსფორი", თურქეთი), თეონა ბაქრაძე („თრაბზონსფორი", თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე („სამეგრელო", ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია („ბათუმი"), მაიკო ბებია („სამეგრელო"), ანასტასია ბოლქვაძე („ლანჩხუთი"), ლელა ჭიჭინაძე („ლანჩხუთი")


უეფა-ს ახალ ტურნირზე, ქალთა შორის ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა უკვე ჩაატარა. პირველში 0-2 სახლში, თურქეთის ქალთა ნაკრებთან მარცხი განიცადა, მეორეში კი, ლუქსემბურგში ფრედ, 1-1 ითამაშა.


„ლიეტუვას ნაკრებს კარგად არ ვიცნობთ, თუმცა ეტაპობრივად შევისწავლით და კარგად გავაანალიზებთ თითოეულ დეტალს. მოსაგებად მივდივართ და საშინაო შეხვედრაშიც, გვსურს, რომ გულშემატკივარი გავახაროთ სამი ქულით", - ამბობს ნინო პასიკაშვილი საქართველოს ნაკრების სტაჟიანი წევრი.




„ვემზადებით, რათა თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალურად შეასრულოს საკუთარი დავალება და იმედი მაქვს, რომ სასურველ შედეგს მივიღებთ. თურქეთთან მატჩი შედარებით მეტი ადამიანი იყო მოსული სტადიონზე. ძალიან დადებითი მომენტი იყო, რამაც დიდი მუხტი მოგვცა. ვისურვებდით, რომ შემდეგ თამაშებზეც დავიმსახუროთ მათი გვერდში დგომა", - ამბობს თამარ ქველიძე. .


საქართველოს ქალთა ნაკრების შეკრებას სასტუმრო „მოხალისეში" გადის და ე.წ. დიღმის მოედნებზე ვარჯიშობს. ბალტიისპირეთში ჩვენი გუნდი, 25 ოქტომბერს გაემგზავრება და 27-ში ვილნიუსში ლიეტუვას დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, გუნდი თბილისში დაბრუნდება და 31 ოქტომბერს, 19:00 საათზე მიხეილ მესხზე უკვე თავად უმასპინძლებს ლიეტუვას ნაკრებს.



სფფ-ს ფოტოები