დღეს, თბილისში, ნინო სალუქვაძის ტირში, დასრულდა შერეულ წყვილთა შეჯიბრი საქართველოს თასზე. დაძაბული გამოდგა საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა, სადაც საბოლოოდ, გამარჯვებული დამატებითი მაჩვენებლის ხარჯზე გადაწყდა. საქართველოს თასის მფლობელები ლიზი კილაძე და კაკო მოსულიშვილი გახდნენ 564 ქულით. მეორე ადგილზე გასულ გუნდს, მათ ე.წ. „ბოლო სერიის მაჩვენებლით" მოუგეს.
ტურნირის დებულების თანახმად, საქართველოს თასმა ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტი გაათამაშა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გუნდებმა თანაბარი 558 -558 ქულა დააგროვეს, მსაჯებს დამატებითი ფაქტორების დათვლა აღარ დასჭირდათ და ორივე გუნდს, ბრინჯაოს მედლები მიაკუთვნეს.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად, მედლები თითქმის ყველა გუნდს შორის განაწილდა. კვარცხლბეკს მიღმა კი, მხოლოდ, სკა დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა გუნდებში პრიზიორებს შორის კლუბის, „ტირი ნინო სალუქვაძის" წევრები სჭარბობდნენ.
შერეული წყვილებში საპრიზო სამეული
1 ადგილი - ლიზი კილაძე- კაკო მოსულიშვილი (ტ.ნ.ს.) - 564 ქულა
კილაძე - 280 (93, 94, 93) / მოსულიშვილი - 284 (94, 96, 94)
2 ადგილი - მარიამ აბრამიშვილი (ტ.ნ.ს.) - გიორგი მუმლაძე (ქუთაისი) - 564
აბრამიშვილი - 282 (95, 94, 93) / მუმლაძე - 282 (95, 95, 92)
3 ადგილი - სალომე ფროდიაშვილი - გიგა გურგენაშვილი (თელავი) - 558
ფროდიაშვილი - 287 (93, 96, 98) / გურგენაშვილი - 271 (89, 90, 92)
3 ადგილი - ვალერია ზორინა - მიხეილ სანიკიძე (ტ. ნ. ს.) - 558
ზორინა - 282 (91, 96, 95) / სანიკიძე - 276 (90, 94, 92)
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალიდან, ქართველი მსროლელები ახალ ტურნირზე, თბილისის თასზე დაიწყებენ ასპარეზობას. ასპარეზობაში თელავისა და ქუთაისის გუნდებიც იასპარეზებენ. საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 22 ოქტომბერს ტურნირზე „მისროლაა", შეჯიბრი კი, 23 ოქტომბრიდან დაიწყება.
საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაციის ფოტო