ბელგიასა და ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო უეფა-მ გეგმები შეცვალა
ბელგიასა და ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო უეფა-მ გეგმები შეცვალა
20.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-მ მის წევრ ქვეყნებში ბელგიასა და ისრაელში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

16 ოქტომბერს,  ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი, ბელგიისა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც, ბრიუსელის ცენტრში ტერორისტული აქტის გამო, პირველი ტაიმის შემდეგ შეჩერდა, უეფა-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით აღარ გაგრძელდება. შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩში ანგარიში იყო 1-1, შესაბამისად, აღმასკომმა, ის საფინალო ანგარიშად ჩათვალა. ორივე გუნდს, F ჯგუფში, თითო ქულა მიენიჭათ. თუკი, ფეხბურთელებმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს ეს შეხვედრა, უეფა, შეწყვეტილ მატჩს, ე.წ. „მოხდილ სასჯელში" უთვლის, თუმცა, ძალაში ტოვებს იმ ბარათებს, რომელიც, თამაშის შეწყვეტამდე ფეხბურთელებმა მიიღეს.


მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ტერაქტის შესახებ, რომლის დროსაც 2 შვედი ქომაგი დაიღუპა, გუნდები ერთობლივად შეთანხმდნენ მატჩის შეჩერების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო დღეს, დარჩენილი დროის თამაში შეუძლებელი იყო, ბელგიისა და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციებმა გადაწყვიტეს, რომ მატჩის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და პირველი ტაიმის ანგარიშის, საბოლოო ანგარიშად დაფიქსირება ითხოვეს. ამასთან აღნიშნული შედეგი სატურნირო ცხრილზე არანირ გავლენას არ ახდენდა. ბელგიას ისედა უკვე განაღდებული ჰქონდა ჯგუფიდან გასვლა, ავსტრიასთან ერთად. აი, შვედეთი კი, ასეც და ისეც ჯგუფში ჩარჩა.


აღმასკომის სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ისრაელში მიმდინარე მოვლენები იყო. უეფა-ს ეგიდით  ტურნირებისა და მათში მონაწილე გუნდების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ისრაელში ჩანიშნული თამაშები დროებით, მომდევნო ცნობებამდე გადაწყვიტა, არ გაიმართოს.


უეფა-მ ისრაელის ფეხბურთის ფედერაციას, ასევე ჰაიფას „მაქაბის" და თელ ავივის „მაქაბის" შესთავაზა თამაშების მასპინძელ სტადიონებად, საშინაო თამაშების ჩასატარებლად, შეარჩიონ ისრაელის ფარგლებს გარეთ ტერიტორია და უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი სტადიონები. ამავდროულად, უეფა-მ საკლუბო ტურნირებზე, ჰაიფას „მაქაბისა" და თელ ავივის „ მაქაბის" მონაწილეობით თამაშების გადადების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო.


უეფა-ს ევროპა ლიგაზე, „ვილიარეალისა" და  ჰაიფას„მაქაბი"  მატჩი (F  ჯგუფი) 26 ოქტომბრის ნაცვლად, 2023 წლის 6 დეკემბერს ჩატარდება.


უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგაზე თელ ავივის „მაქაბისა" და ლუგანსკის „ზორიას" (B ჯგუფი) შევხერდა, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 2023 წლის 25 ნოემბრისთვის გადაიტანეს.


შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჰაიფას „მაქაბის" ახალგაზრდულმა გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. უეფა-მ მხედველობაში მიიღო შექმნილი გარემოება და „მაქაბის" ნაცვლად,  მეორე რაუნდში, „სპარტა პრაღა" დაუშვა.

 


სტატია მომზადებულია UEFA.com-ის მიხედვით