აბუ დაბიში ქართველი ჯუდოკები 2022 წლის მედალოსნების გარეშე მიდიან...
აბუ დაბიში ქართველი ჯუდოკები 2022 წლის მედალოსნების გარეშე მიდიან...
19.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

აბუ დაბის გრან სლემზე, რომელიც 2023 წლის 24-26 ოქტომბერს გაიმართება, საქართველო 12 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი. პარიზის 2024 წლის მორიგ სალიცენზიო ტურნირზე, ქართველები, მხოლოდ მამაკაცთა შორის იასპარეზებენ და 7 წონითი კატეგორიიდან, მხოლოდ -60 კგ-სა და -81კგ-ში იქნებიან თითო სპორტსმენით წარმოდგენილები. აღნიშნულ წონებში, ტურნირის მოგებას ლუხუმ ჩხვიმიანი და დიმიტრი გოჩილაიძე შეეცდებიან.


IJF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე სადაც საერთო ჯამში 82 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებ, ჩვენები შემდეგი შემადგენლობით არიან დარეგისტრირებულები:


-60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი

-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი, ალეკო კასრაძე

-73 კგ კოტე კაპანაძე, გიორგი ახალაური

-81 კგ გიორგი გოჩილაიძე

-90 კგ გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე

-100 კგ მიხეილ სანებლიძე, ონისე სანებლიძე

+100 კგ საბა ინანეიშვილი, უჩა ტაბატაძე


შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, აბუ დაბის გრან სლემის გამარჯვებულები გიორგი სარდალაშვილი (-60კგ) ბექა ღვინიაშვილი გახდა, თუმცა,  ქართველებ ამჯერად, აღნიშნულ ტურნირში ტიტულის დაცვას არ შეეცდებიან. 2023 წელს, როგორც უკვე აღნიშნეთ, გრან სლემზე მონაწილეობას არ მიიღებენ გოგონები, თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ 2003 წელს სოფიო სომხიშვილმა (+78კგ) ვერცხლის, ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) კი, ბრინჯაოს მედლები მოიგეს.

 


ფოტო: (c) Sabau Gabriela / Di Feliciantonio Emanuele