IOC-ის სესიამ 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ პროგრამაში ხუთი სახეობის მიღებას მხარი დაუჭირა
IOC-ის სესიამ 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ პროგრამაში ხუთი სახეობის მიღებას მხარი დაუჭირა
18.10.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ხუთი სახეობის ჩართვაზე მიღებული გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მუმბაიში მიმდინარე IOC-ის 141-ე სესიამ.  ამრიგად, კრიკეტი, ლაკროსი, სქვოში, ფლაგ-ფუტბოლი (ამერიკული ფეხბურთის ვერსია შეზღუდული კონტაქტით) და ბეისბოლი/სოფტბოლი 2028 წლის XXXIV თამაშების პროგრამის ნაწილი ოფიციალურად გახდა.


აღსანიშნავია, რომ ბეისბოლი/სოფტბოლი, ლაკროსი და კრიკეტი სხვადასხვა დროს შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. ბეისბოლი და სოფტბოლი ოლიმპიურ სარბიელზე 1992-2008 წლებში იყო წარმოდგენილი, ასევე ტოკიოს 2020 წლის თამაშებზეც. კრიკეტი ოფიციალურ პროგრამაში 1900 წელს (პარიზი), ხოლო ლაკროსი 1904 (სენტ ლუისი) და 1908 (ლონდონი) წლებში იყო წარმოდგენილი.