დღეს, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები, ევრო 2025-ის შესარჩევ მატჩში, შვედეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა, გუშინ, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპული ქომაგების ხსოვნის საპატივცემულოდ, წუთიერი დუმილით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, ბელგიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებების მატჩამდე, შეიარაღებულმა პირმა, ქალაქის ცენტრში ცეცხლი გახსნა და ორი შვედი ქომაგი იმსხვერპლა. დღეს კი, შვედეთის ახალგაზრდულმა შავი ლენტებით ითამაშა. მატჩს, საქართველოში შვედეთის ელჩი ესწრებოდა ოჯახით.
რაც შეეხება თამაშს, ის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეიძლება ითქვას, ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ, რომელშიც უფრო მეტი საგოლე მომენტი ქართველ ფეხბურთელებს ჰქონდათ, თუმცა, დასკვნით ფაზაში ჩვენებს ან რაღაც აკლდებოდათ - მაგალითად, სიზუსტე, ან სიძლიერე, სხვა შემთხვევაში, შვედების მეკარე იდგა სათანადო სიმაღლეზე. ყოველ შემთხვევაში, სექტემბრის პირველი თამაშიდან, რომელიც რამაზ სვანაძის გუნდმა, ქუთაისში, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართა, ნაკრებს აშკარად ემჩნევა პროგრესი. აქედან გამომდინარე, იმედი, რომ შესარჩევი ციკლის დასრულებამდე, ქართული გუნდის სათამაშო კლასი უფრო დაიხვეწება.
„დაძაბული შეხვედრა იყო, ველოდით კიდევაც. შვედეთი ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და არ შემიძლია არ აღვნიშნო ის თამაში, რომელიც ჩვენ დღეს ჩავატარეთ. ბიჭებს ამის შესახებ, გასახდელში უკვე ვესაუბრე. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. დასანანია, მხოლოდ, რომ გვგქონდა საკმაო მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ", - ამბობს რამაზ სვანაძე შვედებთან მატჩის დასრულების შემდეგ და იქვე ამატებს, რომ მომენტები, მის გუნდს, რამდენიმე დღით ადრე, ნიდერლანდებთან თამაშის დროსაც ჰქონდათ. გამომდინარე აქედან, სვანაძე, უკვე ჩრდ. მაკედონიასთან გასვლითი მატჩისთვის, ამ ხარვეზის გამოსწორებას შეეცდება. მანამდე, კი კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ფრედ, 0-0 დასრულდა. შვედეთის ნაკრებთან, მწვრთნელის აზრით ფეხბურთელებმა დაგეგმილი დავალებები შეასრულეს. „ოქტომბრის სანაკრებო თამაშებმა, ერთადერთი რაც გამოაჩინა ისაა, რომ იმ გზას, რომელსაც საქართველოს 21-წლამდების ახალი თაობა ადგას კარგია. საწყისი კარგია და თამაშიდან თამაშამდე გუნდი პროგრესს განიცდის. ამ წელს ჩასატარებელი ერთი თამაში დაგვრჩა, ჩრდ. მაკედონიაში და იქაც, მაქსიმალური მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, სულ სხვა გუნდი ვიქნებით, შეთამაშებულები. დაგვემატება ის რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელიც, განსაკუთრებით ფორვარდებზე მაქვს საუბარი", - ამბობს რამაზ სვანაძე.
ოქტომბრის სანაკრებო შეკრებამდე, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვასილიოს გორდეზიანი გამოაკლდა ტრავმის გამო. ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ, კი, ქართული გუნდი ჯადული იობაშვილის გარეშე დარჩა. ჯადულის, ნიდერლანდებთან მატჩამდე ჰქონდა პრობლემები ფეხთან დაკავშირებით. თუმცა, მატჩის შემდეგ, იობაშვილის ტრავმა, უფრო დამძიმდა. შესაბამისად, ქართველთა გუნდმა, გიორგი აბუაშვილი გამოიძახა, რომელიც ამ შეკრებაზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თავიდან ვერ მოხვდა. თუმცა, დღეს, „აბუმ", რომელსაც არც სათამაშო დრო აქვს „დასაკვეხნი", შეცვლაზე თამაში მოახერხა. შვედებთან მატჩამდე, პრობლემა ჰქონდა, გიორგი კვერნაძესაც, რომელსაც რეალურად, ნიდერლანდების მატჩის შემდეგ, სრული დატვირთვით არ უვარჯიშია, თუმცა, დღეს, ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა. გუნდში არსებული დანაკლისის გამო და ისედაც, გუნდის გასაძლიერებლად, შვედებთან მატჩისთვის სვანაძემ, გაბრიელ სიგუაც დაიმატა, რომელიც, დღევანდელ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თუმცა, მისგან გუნდში უფრო მეტს მოელიან.
„არ შემიძლია არ ავღნიშნო მენტალური მხარე, რომელიც საკმაოდ მძიე იყო ნიდერლანდებთან თამაშის შემდეგ და კარგია, რომ თამაშებს შორის დღეები ერთად გავატარეთ, გამოგვადგა. გამოგვადგა იმ კუთხით, რომ დღეს, მთელი თამაში ვცდილობდით და ხშირ შემთხვევაში, გამოგვდიოდა გვეთამაშა პირველ ნომრად. მოწინააღმდეგისთვის ჩვენი თამაში მოგვეხვია თავს. უმეტეს ნაწილში, მართლაც ასე მიდიოდა", - ამბობს სვანაძე.
რა შეცვალა სვანაძემ 12-დან 17 ოქტომბრამდე - როგორც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს ფეხბურთელების მენტალური მხარე. ბუნებრივია, სათამაშო მინუსებზე სამწვრთნელო შტაბი ამახვილებს ყურადღებას, თუმცა, უფრო მეტი, უნდათ პოზიტივი დაინახოს გუნდმაო. 12 ოქტომბრის მატჩისგან განსხვავებით, სვანაძე თვლის, რომ მისი გუნდი, დღეს უფრო მშვიდი იყო და შეტევისას აქცენტებს, უფრო ცივ გონებაზე აკეთებდნენ. ნიდერლანდებთან თამაშისგან განსხვავებით, სვანაძის თქმით დღეს გუნდმა, ემოციაც გააკონტროლა. „სწორ ემოციაზე მაქვს ლაპარაკი, ანუ, ნიდერლანდებთან იმ დონეზე გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი სიჩქარეში გადადიოდაო". შეტევის ფაზაში, დღეს პოზიტივი, ვარჯიშების დროს დამუშავებულის თამაშში გადმოტანა იყო. დაცვის ფაზაში, გუნდი ახალ სისტემაზე (4-2-3-1) გადასვლას ცდილობს. დღეს, დაცვის ხაზი საკმაოდ იყო ამოწეული, ამ მხრივ, სვანაძემ ფლანგები, შესაბამისად გიორგი მაისურაძე და საბა მამაცაშვილი გამოარჩია.
„დღეს ძალიან ინტენსიური თამაში იყო. სამწუხაროდ, ჩვენს ჩემპიონატში, მსგავს მოკლებული ვართ. ეს ინტენსიობა კი ნიშნავს, რომ ფეხბურთელი იღლება. ეკარგება კოორდინაცია. მაგალითად ეს იყო, ლაშა ოდიშარიას შეცვლის მიზეზი, რომელიც საკმაოდ დაღლილი იყო. მთლიანად გუნდსაც, თუ ბოლო 10-12 წუთს არ ჩავთვლით, როდესაც დაღლა დაგვეტყო, ამ ინტენსიობის მატჩში, ფაქტიურად მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე 1X1-ზე მიდიოდა თამაში. ეს არის თანამედროვე ფეხბურთი, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და დარწმუნებული ვარ, თუ ასე გავაგრძელებთ შრომას, ყველაფერი კარგად იქნება" , - ამბობს სვანაძე.
უეფა-ს გვერდზე სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, საქართველოს ნაკრებს კარის ჩარჩოში 10-ჯერ, კარის მიმართულებით კი, 15-ჯერ ჰქონდა დარტყმული. მეტოქეს, მხოლოდ 2-ჯერ. მომავალ თამაშებამდე, ჩვენი ნაკრები სწორედ, შვედებთან იყოფს 2-3 ადგილებს, 7 ქულით, ჯგუფს კი, ნიდერლანდები ლიდერობენ 12 ქულით, რომლებმაც დრეს გასვლაზე გიბრალტარი დაამარცხეს 0-5. დღესვე, მოლდოვამ 2-1 მოიგო ჩრდ. მაკედონიას.
დღეს, მატჩის შემდეგ, მედიასთან შეხვედრაზე სვანაძე იტყვის რომ, ის, ოქტომბრის თამასებით, კმაყოფილი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის გუნდებთან ითამაშე, რადგან ორ შეხვედრაში, მხოლოდ ერთი ქულა „აიღო". თუმცა, კმაყოფილია იმით, რომ მისი ნაკრები ბრძოლაში რჩება და ყველაფერი საქართველოს 21-წლამდეთა ხელთაა, „ამიტომ პროგრესისთვის გავაგრძელებთ ამ გზასო", თვლის სვანაძე, რომლის გუნდსაც მომდევნო და 2023 წლის ბოლო თამაში, 16 ნოემბერს, სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ექნება.