საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია
17.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა დღეს, ქუთაისში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა.  რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნითი მატჩი საქართველო ლიეტუვას დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. თუმცა, მანამდე გადამწყვეტი მატჩი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა, მე-5 წუთზე სწრაფი გოლი გაიტანა. გიორგი გვასალიას გადაცემა რეზი დანელიამ შორეული დარტყმით დააგვირგვინა. თუმცა, 3 წუთში, ლიეტუველებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცათ. 11-მეტრიანი ქართველთა მეკარემ გიორგი ყავლაშვილმა მოიგერია. გიორგი ჩიტაურის გუნდს მოგებამდე 5 წუთი დააკლდა. 85-ე წუთზე, ერნესტას ჟდანოვიჩმა მაინც გაგვიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა ავსტრიის შემდეგ, რომელმაც დღეს დანიასთან ფრედ, 2-2 ითამაშა. საბოლოოდ, ჩვენი ნაკრების მსგავსად, დანიასაც 4 ქულა ჰქონდა, თუმცა, ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, საქართველოს 17-წლამდები ერთი საფეხურით მაღლა აღმოჩდნენ ჯგუფში და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვეს, ავსტრიის ნაკრებთან ერთად.


11 ოქტომბერი / საქართველო - ავსტრია / 1-2

14 ოქტომბერი /დანია - საქართველო / 1-2

17 ოქტომბერი / ლიეტუვა - საქართველო / 1-1


ელიტ რაუნდის მატჩებს გიორგი ჩიტაურის გუნდი 2024 წლის გაზაფხულზე ჩაატარებს. მოწინააღმდეგეები კი 2023 წლის დეკემბერში გახდება ცნობილი.

 


ფოტო: სფფ / მარიამ კეთილაძე