გუშინ გვიან ღამით, თავდამსხმელი, რომელმაც ბრიუსელში ორი შვედი მოკლდა, ლიკვიდირებულია. 45 წლის ტუნისის მოქალაქე, პოლიციამ შეტყობინების საფუძველზე, ერთ-ერთ კაფეში აღმოაჩინა. ორმხრივი სროლის შემდეგ, თავდამსხმელი დაიჭრა, საავადმყოფოში კი, მიღებული ჭრილობების გამო კი, ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ფაქტს, სააგენტო „როიტერი" ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელმა, მას შემდეგ, რაც ბრიუსელის ცენტრში ცეცხლი გახსნა, ორი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ჩადენილის შესახებ, თავად გაავრცელა ინფორმაცია და თავი ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლად დაასახელა და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ბრუსელის ხელისუფლებმა, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის 2 დონე გაამკაცრა და ის მე-4 დონემდე ასწია. თავდასხმიდან მალევე, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას მიანიჭა და დამნაშავის ძებნა დაიწყო.
ბელგიის ხელისუფლება არ ადასტურებს ბმას, მომხდარსა და ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე მოვლებს შორის. თუმცა, ბელგიაში ზემოთხსენებული მოვლენების შემდეგ, ისევე, როგორც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საფრთხეს რეალურად აღიქვამენ.
„როიტერის" ინფორმაციით, ბელგიის ძალოვანები, არ გამორიცხავენ, რომ ტერორისტს, რომელმაც თავი აბდელსამიდ ალ გიულანად დაასახელა, დამხმარეებიც ჰყავდა. ტერორისტმა თავი ალაჰის მებრძოლად გამოაცხადა და სოცქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ მან შვედები, ალაჰის შეურაცყოფის გამო დასაჯა. ბელგიის ძალოვანები ავრცელებენ ასევე ინფორმაციას, რომ თავდამსხმელმა ბელგიას თავშესაფრის შესახებ 2019 წელს მიმართა. მის სახელი ფიგურირებს კონტრაბანდის თემაში.
აღსანიშნავია, რომ შვედეთის პოლიციას SAPO-ს ჯერ კიდევ აგვისტოდან მოყოლებული შვედეთში და უცხოეთში მისი მოქალაქეების მისამართით გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო, გაათმაგებული ყურადღებით მუშაობს და უცხოელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
აქვე, შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში, უეფა-ს ევრო 2025-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება. გუშინ, შვედებმა დახურული ვარჯიში ჩაატარეს და მედიასთანაც არ უკონტაქტიათ. უეფა-ს MD1-დან რამდენიმე საათში კი, საქართველოში ცნობილი გახდა ბრიუსელში, ბელგიისა და შვედეთის მატჩამდე, ბრიუსელის ცენტრში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ.
ფოტო: © news.sky.com