14 ოქტომბერს საქართველოს 2023-2024 წლების საკალათბურთო სუპერლიგა დაიწყო
14 ოქტომბერს საქართველოს 2023-2024 წლების საკალათბურთო სუპერლიგა დაიწყო
16.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტრადიციული „გასახურებელი" ტურნირების შემდეგ საქართველოს, რიგით 32-ე ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო.2023-2024 წლების გათამაშებაში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 11 გუნდი იასპარეზებს. მათ შორის 7 ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, 3 კი, თბილისის წარმომადგენელი იქნება.

მონაწილე გუნდებს შორის არიან: „რუსთავი", გაუ, „ორბი" „ქუთაისი 2010", თსუ, გურჯაანის „დელტა", „ბათუმი", „ივერიონი", ზესტაფონის „მარგვეთი", „რაში" და „კავკასია".


ფედერაციის ოფიციალური გვერდის ინფორმაციის მიხედევით, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ სუპერლიგა ტურებად ჩატარდება. თითო ტურში ხუთი მატჩი გაიმართება, შესაბამისად,  თითო გუნდი დაისვენებს.


20 ტურის შემდეგ 8 საუკეთესო ფლეი-ოფში გადაინაცვლებს. მე-9 ადგილზე გასული გუნდი სეზონს დაასრულებს, მე-10 გუნდი სუპერლიგაში დასარჩენად ქვედალიგელ მეორეადგილოსანთან საკვალიფიკაციო რაუნდში დაიცავს სუპერლიგაში ადგილს, ხოლო ბოლო, მე-11 ადგილზე გასული გუნდი "ა" ლიგაში დაქვეითდება.


პირველ ტურში, რომელიც სამ დღეზე იყო გადანაწილებული და ბოლო შეხვედრა დღეს გაიმართა, ფედერაციის ახალი რეგულაციის თანახმად „რაში" (ყოფილი „კაკტუსი") ისვენებდა. დანარჩენი შეხვედრები შემდეგი ანგარიშით დასრულდა:


გაუ - „ორბი" 108-102

„რუსთავი" - „ქუთაისი" 103 - 86

„მარგვეთი" - „კავკასია" 94 -73

„დელტა" - „ბათუმი" 76-80


ამ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა თსუ-სა და „ივერიონს" შორის, საპატიო მიზეზით დეკემბრისთვის გადაიდო. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქართული კლუბი, თსუ-ს, რამდენიმე დღეში გერმანიაში ფიბა ევროპის თასზე, „გოტენბერგის" წინააღმდეგ უწევს თამაში. შესაბამისად, ფედერაციამ გამონაკლისი დაუშვა.


კალათბურთის ფედერაციის ფოტო