ვილის საქართველო და ქეცბას კვიპროსი, ხვალ მიხეილ მესხზე 17:00 საათზე შეხვდებიან
ვილის საქართველო და ქეცბას კვიპროსი, ხვალ მიხეილ მესხზე 17:00 საათზე შეხვდებიან
14.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, თემურ ქეცბაია კვლავ მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვდა. ამჯერად საქართველოს ეროვნული ნაკრების კონკურენტი, კვიპროსის ნაკრების მთავრი მწვრთნელის ამპლუაში, შედარებით დინჯი და მეგობრული ქართულ მედიასთან. ისევე, როგორც ივნისში, ლარნაკაში, ის ახლაც დიდი სიამოვნებით პასუხობდა კითხვებს და ამავდროულად თარგმნიდან ბერძნულიდან ქართულად და პირიქით.

„ევრო 2024"-ის დაწყებამდე, კვიპროსზე იცოდნენ გუნდი რა სირთულეების წინაშეც იყო და ეს, რომ მხოლოდ ლაპარაკი არ იყო,  თამაშებშიც გამოჩნდა. გუნდს უკვე გამართული 6 შეხვედრიდან 0 ქულა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ არც საქართველოს ნაკრებია, ჩვენი გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის აზრით ხელწამოსაკრავი, ის და მისი კვიპროსის ნაკრები, სწორედ ხვალ შეეცდებიან, მინიმუმ ქულის აღებას. ისე, სხვათა შორის, თემურ ქეცბაიას გუნდმა, არც საშინაო თამაშში დაგვითმო რამე და ბოლომდე იბრძოლა.



კვიპროსზე ბეწვი ხიდზე გავიარეთ, ჩვენ საქართველოს ნაკრებმა და ქულები წაგართვით, იმ თამაშის მერე, რა შეიცვალა ჩვენთან და რას უპირებთ რომ დაუპირისპიროთ თქვენს ყოფილ გუნდს ხვალინდელ მატჩში? ეს იყო კონკრეტულად ჩვენი კითხვა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რაზეც, კვიპროსის ნაკრების ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი უპასუხა: „კი ნამდვილად კარგი თამაში იყო, ორივე მხრიდან დაძაბული, ორივე გუნდს ჰქონდა ბევრი შანსი გოლის გასატანად. სამწუხაროდ, იმ თამაშზე ფეხბურთელები გვაკლდა. როდესაც ზაფხული დგება და საფეხბურთო არდადეგები იწყება, ყოველთვის პრობლემაა სათანადოდ გყავდეს გუნდი. იყო ეს პრობლემები, რომლებიც საქართველოს ნაკრებთან თამაშის წინ გვგქონდა.  შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური  მოთამაშეების ხარჯზე მოახერხა ჩვენს ნაკრებზე უკეთ ეთამაშა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა. საქართველომ კი, ბოლოს ეს გოლი გაიტანა. სამწუხაროა, რომ საშინაო თამაშებზე, რომელიც სახლში სამი გვგქონდა, ყველაზე ცოტა გულშემატკივარი მოვიდა. საქართველოსთან თამაშს კვიპროსზე ძალიან ბევრი ქართველო ქომაგი დაესწრო, შოტლანდიასთან მატჩზე 4000 სტუმარი ქომაგი იყო ჩამოსული. ახლა, ნორვეგიასთან უფრო მეტი იყო ადგილობრივი, თუმცა, ძირითადად უფრო ჰაალანდის სანახავად", - ამბობს თემურ ქეცბაია და დასძენს „ყოველთვის მიხაროდა, საქართველოს მაისურით თამაში, „დინამოზე" თამაში. ახლა კი, მართალია იქ არ ვთამაშობ, მაგარმ ამ სტადიონზეც მითამაშია. ბოლო შეხვედრაც აქ ვითამაშე. მაშინაც როდესაც მუხლის ტრავმა მივიღე და მთელი სეზონი გამიცადა. იმედია, რომ ხალხი მოვა და თამაშით კმაყოფილი იქნება".


კარგი თამაში ბუნებრივია, ორივე მხარეს უნდა, მითუმეტეს, რომ კვიპროსზე, რაღა დასამალია და ალბათ, უფრო იღბალი იყო ჩვენს მხარეს, რადგან ქეცბაიას გუნდმა, რომელსა მინიმუმ 5 მოთამაშე აკლდა, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. კვიპროსთან თამაშის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა არც თუ სასიამოვნო პერიოდი გამოიარა, წავაგეთ შოტლანდიაში, გავნადგურდით თბილისში ესპანეთთან და დავმარცხდით ნორვეგიაში. ალბათ, 12 ოქტომბერს, მიხეილ მესხზე გამართული თამაში, რომელშიც ტაილანდს მშრალი ანგარიშით 8-0 გადავურბინეთ, უფრო განწყობის დასაბრუნებლად იყო და მოტივაციისთვის. ამ მხრივ, ქართველთა ნაკრების თავკაცი, განსაკუთრებით 12 ოქტომბერს გამართული შეხვედრის პირველი ტაიმით არის კმაყოფილი - „ამხანაგური მატჩის დასაწყისისთვის პირველი ტაიმით განსაკუთრებით კარგი გამოვიდა, მერე კი, ყველაფერი ბევრად იოლად წავიდაო", ამბობს ვილი სანიოლი, რომელმაც იცის, რომ ხვალინდელი მატჩი არანაკლებ რთული და დაძაბული იქნება, ვიდრე „ევრო 2024"-ის სხვა შესარჩევი თამაშები.



„ხვალინდელი შეხვედრა, ნამდვილად რთული იქნება. ნამდვილად, კვიპროსზე ივნისში რთულად მოვიგეთ, მაგრამ მთავარია, რომ 3 ქულა ავიღეთ. ფეხბურთში მარტივი თამაშები აღარ არის. მაგალითად, მნიშვნელობა არ აქვს გიბრალტარს ეთამაშები თუ ესპანეთს, დიდი სხვაობა არაა „დიდ" და ე.წ. „პატარა" გუნდებს შორის. ნამდვილად არ გვგქონდა კარგი თამაში, მაგრამ მთავარია, რომ 3 ქულა ავიღეთ. ივნისის თამაშისას, გვგქონდა საკმაოდ კარგი სტარტი, მაგრამ მერე დავუშვით შეცდომები. იმედია, ხვალინდელ შეხვედრაშიც, ასევე დავიწყებთ, თუმცა, ბოლომდე გავაკონტროლებთ თამაშს, ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ ვიდრე ეს, კვიპროსზე გავაკეთეთ. ასე, მხოლოდ იმიტომ არ მოვექცევით, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელია. კვიპროს კვალიფიკაციის გასავლელად, აუცილებლად სჭირდება ქულები", - ამბობს ვილი სანიოლი.


დიდი ალბათობით, ხვალინდელ შეხვედრაში კვიპროსში გამართული მატჩიდან განსხვავებით, ორივე გუნდი შეცვლილი შემადგენლობებით გამოვა. ჯერჯერობით, ვარაუდის დონეზეც კი, რთულია იმის თქმა თუ ვის ენდობა „სასტარტოში" ქართველთა მწვრთნელი. მსგავსი შეკითხვა, ჩემდა გასაოცრად, არც მედიის წარმომადგენლებს დაუსვამთ (პირადად მე, მსგავსი არ მახსენდება), თუმცა, ჰკითხეს ორ ლევანზე შენგელიაზე, რომელშიც სანიოლი, პოზიტიურ ცვლილებებს ხედავს და თვლის, რომ ფეხბურთელს, რომელსაც ბევრ პოზიციაზე მოუწია თამაში, გუნდში კონკურენციას გაზრდის, მათ შორის ირაკლი აზაროვთან მიმართებაშიც. ისაუბრა, მეორე ლევანზეც კუტალიაზეც, რომელსაც ძალიან უნდა ეროვნულში თამაში,  თუმცა, „ის, რომ ახლა არ არის გამოძახებული, ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სხვები უკეთ თამაშობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრების კარი ვინმესთვის დახურულია. როგორც ადრე ვოლკოვს მივეცით შანსი, ასევე მიეცემა ნებისმიერ ფეხბურთელს, ვინც თავს გამოიჩენს"-ო, ამბობს ვილი.


ისაუბრა გუნდის კაპიტნებზეც და კერძოდ, თუ რატომ არ აძლევს ნაკრების ერთ-ერთ გამოცდილ მოთამაშეს შანსს, იყოს კაპიტანი თუ არა ვიცე-კაპიტანი: „მე არ მიყვარს მეკარის კაპიტნად დანიშვნა მისი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე. მოედანზე ზოგჯერ, მსაჯთან არის საუბარი საჭირო, რაც მეკარისთვის უფრო რთულია", ამბობს სანიოლო და ამით, ტაილანდთან კვირკველიას კაპიტნობის მიზეზს ხსნის, თუმცა, იქვე განმარტავს, რომ გუნდში კაპიტანი კვლავ გურამ კაშიაა, ვიცე კი, ნიკა კვეკვესკირი. აი, ვინც გამოუძღვება ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე საქართველოს ნაკრებს, ამას სულ ცოტა ხანში გავიგებთ.  მანამდე კი, სანიოლიმ, მედიასთან შეხვედრაზე,  გიორგი ქოჩორაშვილი იახლა.




„ეს ჩემი პირველი პრეს-კონფერენციაა და თუ რამე შემეშალა მაპატიეთ. ესპანეთის მესამე ლიგიდან ძალიან რთული გზა გავიარე და სწორედ ეს გზა დამეხმარა ისეთ ადამიანად და ფეხბურთელად ვქცეულიყავი, როგორიც ახლა ვარ. ძალიან დიდი მუხტია ჩემთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში. გავლილი მაქვს 19-წლამდე და 21 წლამდე ნაკრებები და ჩემთვის დიდი მოტივაციაა ეროვნულ გუნდში ყოფნა, რათა შრომა გავაგრძელო და კიდევ უფრო მაღალ დონეს მივაღწიო. ნაკრებში თამაში პასუხისმგებლობაა და გულშემატკივრის მხარდაჭერა, გუნდში არსებული ატმოსფერო მეხმარება ადვილად გავიარო ეს გზა", - ამბობს ქოჩორაშვილი.


და ბოლოს, ერთი ვისაც ხვალ ეროვნული ნაკრების რიგებში არ უნდა ველოდოთ, გაბრიელ სიგუაა. როგორც ჩანს ეროვნულის და ახალგაზრდულის ნაკრებების მწვრთნელთა შორის 12 ოქტომბრის მატჩების შემდეგ, კვლავ შედგა სამუშაო კონსულტაცია და გადაწყდა, რომ გაბრიელ სიგუა, ამ მომენტისთვის ბათუმში, რამაზ სვანაძის გუნდში უფრო საჭიროა. ფეხბურთელი 21-წლამდეთა ნაკრებს, უკვე ხვალიდან, 15 ოქტომბრიდან შეუერთდება და 17 ოქტომბრის მატჩისთვის მოემზადება, რომელშიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება.


ფოტო: (с) სოფო ერქვანია პრეს-კონფერენცია