დავით ხარიტონაშვილმა სამსაჯო კარიერა დაასრულა
13.10.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია
გამოცდილმა ქართველმა მსაჯმა, ეროვნული და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა, დავით ხარიტონაშვილმა სამსაჯო კარიერა დაასრულა.
დავით ხარიტონაშვილმა მსაჯობა 1997 წლიდან დაიწყო. 2005 წლიდან იყო უმაღლესი ლიგის არბიტრი. 2011-2014 წლებში ჰქონდა ფიფას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის სტატუსი. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 302 შეხვედრა. ამასთან, სხვადასხვა სტატუსით მონაწილეობდა საერთაშორისო მატჩებში.
საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებების ამხანაგური მატჩის დაწყებამდე, დავით ხარიტონაშვილს მადლობის ნიშნად სამასხოვრო საჩუქარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანლემა, ჯუნეტ ჩაქირმა გადასცეს.