დიდი ალბათობით, შვედებთან მატჩში, რომელსაც საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები 17 ოქტომბერს, კვლავ, ბათუმში გამართავს, რამაზ სვანაძე შეცვლილი სასტარტო შემადგენლობას დააყენებს. ამის შესახებ ქართველი ახალგაზრდების მთავარმა მწვრთნელმა დღეს, მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელში მონაწილეობაზეც, თუმცა, ისევე როგორც წინასამატჩოზე უარი განაცხადა ნიდერლანდების გუნდმა.
„გადაწვეტილებას, თუ ვინ დაიწყებს შვედებთან თამაშს, რამდენიმე დღის შემდეგ მივიღებთ. ეს იქნება უფრო ანალიზის შედეგი და პლიუს ამას, თუ კონკრეტული ფეხბურთელები, ფიზიკურად როგორ მდგომარეობაში იქნებიან. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს და ისინი, მიჩვეულები არ არიან ამ ინტენსიობის თამაშებს. ამიტომ, გიდასტურებთ, რომ შემდეგ თამაშზე გუნდში ცვლილებები აუცილებლად იქნება", - ამბობს რამაზ სვანაძე.
ამავე პრესკონფერენციაზე სვანაძე იტყვის, რომ საქართველოს ნაკრებს ის მომენტები, რომ გამოეყენებინა, რომლებიც ჩვენც გვგქონდა და ყველაზე რეალურები კი, გიორგი კვერნაძისა (გოლამდე) და გიორგი მაისურაძის დარტყმულები იყო პირველ ტაიმში. მეორეში კი, შეცვლაზე შემოსულმა ლაშა ოდიშარიამ ვერ გამოიტენა კარგი შანსი, ბოლოს კი, საბა მამაცაშვილსაც ჰქონდა კარგი შანსი.
„ვთვლი, რომ მაღალი დონის გუნდს ვეთამაშეთ, მაგრამ ამავე დროს, თუნდაც, თამაშიდან და საგოლე მომენტებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვგქონდა ამ შეხვედრაში, დიდი ანგარიშით და თან, მშრალი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით. ეს ფეხბურთია, ჩვენთვის კარგი გაკვეთილი. გასათვალისწინებელია აუცილებლად ის ფაქტორი, რომ 90% ფეხბურთელების, რომლებიც დღეს მინდორზე იყვნენ, პირველად ეთამაშნენ ნიდერლანდების დონის გუნდს და მათ, ამ მომენტამდე, მსგავსი გამოცდილება არ ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ რომ გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენ მოვუმატებთ, რადგან გუნდში ამის პოტენციალი იგრძნობა", - ამბობს რამაზ სვანაძე.
გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წლის ივნისში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებმა ფრედ ითამაშე და ჩვენმა გუნდმა იმ მატჩში, გვარიანად გაამწარა მოწინააღმდეგე, ბევრი დღესაც თამაშის მსგავს მსვლელობას ელოდა, თუმცა, სვანაძეს იმ ნაკრებიდან სულ 3 ფეხბურთელი ჰყავდა გუნდში. დაახლოებით, იმავე რაოდენობის მოთამაშე, ივნისის შემადგენლობიდან იყო ნიდერლანდელთა შემადგენლობაში. თუმცა, თუ ოდნავ დღევანდელ თემას გადავუხვევთ და წლების მანძილზე თბილისში, ვიტალი დარასელიას ტურნირს გავიხსენებთ, სადაც ტრადიციულად, ნიდერლანდების კლუბები ან ფინალში იყვნენ, ან ტურნირს იგებდნენ, ამასთან 15 წლის ასაკშიც ფიზიკურად ბევრად ძლიერად იყვნენ, ვიდრე სხვა ასაკობრივი გუნდები, რთული წარმოსადგენი არაა, რომ დღეს, ჩვენ ამ კომპონენტშიც საკმაოდ სერიოზული და მძიმე მეტოქე გვყავდა.
ოფიციალურად საქართველოს 21-წლამდებმა კარის მიმართულებით სულ 4-ჯერ დაარტყეს, აქედან ჩარჩოში ორჯერ (ეს ის მომენტებია, პირველ ტაიმში, რომ შეიქმნა და ოდნავ ზევით მოგახსენეთ), სტუმრებმა კი, 7-ჯერ მხოლოდ კარის ჩარჩოში, ისე კი, 10-ჯერ. აქედან 3 გოლო გაგვიტანეს, პირველ ტაიმში, 26' და 45'+1 მეიერმა აიღო საქართველოს ნაკრების კარი, მეორე ტაიმში კი, 57-ე წუთზე ოჰიომ სამამდე გაზარდა ანგარიში. საბოლოოდ 0-3 დავმარცხდით (მატჩის სტატისტიკა და შემადგენლობა)
დღევანდელ შეხვედრაში, ალბათ ცალკეულ ფეხბურთელებზე არ უნდა ვსაუბრობდეთ თუმცა, პირადად სტაბილური თამაშით თავი, ნოდარ ლიმინაძემ დამამახსოვრა და კიდევ, შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი ეგოიანმა და ლაშა ოდიშარიამ რომლებმაც, ქართული გუნდის თამაში ოდნავ გამოაცოცხლეს.
„ნებისმიერ თამაშს ოპტიმისტურად ვუყურებთ. ნამდვილად არ ვქმნით ტრაგედიას ამ მარცხის შემდეგ, იმიტომ, რომ რეალურად კარს არის მომდგარი შვედეთთან მატჩი. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, შვედეთთან თამაშს, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ამიტომ, ყველანაირად ვეცდებით, სწრაფად მოვახერხოთ მობილიზება, რომ ის თამაში, სასურველი შედეგით დავამთავროთ. სამწუხაროა, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ფორმაციის ნაკრები, ნიდერლანდების რანგის გუნდთან სათამაშოდ მზად არ არის. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ ასეთი დონის გუნდებთან ვითამაშოთ თანაბრად. მაგრამ, იყო თამაშში მომენტები, რომელსაც შეეძლო რომ თამაშის სურათი შეეცვალა", - ამბობს რამაზ სვანაძე.
ხვალ დილიდან, საქართველოს ნაკრები, უკვე მომდევნო, შვედებთან შეხვედრისთვის დაიწყებს მზადებას, რომელიც 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კვლავ ბათუმში, აჭარაბეთ არენზე გაიმართება.