საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, ქალაქ ტურკუში, მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ რაუნდის კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. თბილისში გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ფინელებს 5-2 მოიგეს, ამჯერად ქართული გუნდი რამდენიმე ცვლილებით თამაშობდა. გუნდთან ერთად, ფინეთში არ გამგზავრებულა ჩიმბა სამაგიეროდ, ავთანდილ ასათიანის განკარგულებაში იყო, ვილიანი, რომელიც გუნდს ფინეთში შეუერთდა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: ზვიად კუპატაძე, შაგინია, ვილიანი, ბრუნო გომესი და ბინიო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კარს ჩვენ შევუტიეთ, 54-ე წამზე გოლი, მასპინძლებმა გაიტანეს. ამ გოლის გასაქვითად, საქართველოს ნაკრებს 18 წამი დასჭირდა. 1'12'' წუთზე, გოლი ბრუნო გომესმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, 1-1. 6'09'' წუთზე, ფინელები კვალავ დაწინაურდნენ, 9'12'' წუთზე, ზვიად კუპატაძემ, კარიდან გამოსვლა და შეტევა გადაწყვიტა, და მოატყუა ერთი, მოატყა მეორე და ფინელ კოლეგას, რომელმაც დღეს, ბევრჯერ იხსნა მასპინძელთა კარი, აუღებელი დაურტყა. ანგარიში გათანაბრდა, საინტერესო პირველი ტაიმი კი, ფრედ, 2-2 დასრულდა. გოოოლ აუღებეით ისვე გაათანაბრა.
მეორე ტაიმში, 11'38'' წუთზე კუპატაძე, თორნიკე ბუკიამ ჩაანაცვლა. კოლეგის მსგავსად, საკუთარი გუნდის კარი, მანაც რამდენჯერმე გადაარჩინა, თუმცა, პირველი ტაიმის მსგავსად უფრო მეტი „მუშაობა", ფინელთა მეკარეს მოუხდა. 29'57'' წუთზე, შაგინიამ, ელისანდროსთან კედელი გაითამაშა და ეფექტური გოლიც გაიტანა. პირველად, ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა 2-3 და შეხვედრის მოგების კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა, მასპინძლებმა, რომლებსაც მთელი თამაში, სავსე დარბაზი ამხნევებდა, მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, ანგარიში გაქვითეს და შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა.
მატჩის სრული სტატისტიკა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ იუგრა", რუსეთი) თორნიკე ბუკია („აქტობე", ყაზახეთი) ბექა ტყემალაძე ("ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" საქართველო)
წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე („ტიუმენი", რუსეთი), შოთა თოფურია ("ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი ("ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", საქართველო), ვახტანგ კეკელია ("ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", საქართველო), სიმი საიოტი („ელეკტრიკო", პორტუგალია), ბინიო („ვინია ალბალი", ესპანეთი), ვილიანი („პალმა", ესპანეთი), ელისანდრო („მაგნუსი", ბრაზილია), შაგინია („პალმა", ესპანეთი), ბრუნო გომესი („პალმა", ესპანეთი), ბრუნო პეტრი („კოზენცა", იტალია)
და ბოლოს, ალბათ, საინტერესოა როგორია საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები უეფა-ს წევრ ქვეყნებს შორის - ამ დროისთვის ჩვენს ნაკრებს, 1924.716 ქულა აქვს და 50 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა. 2697.016 ქულა აქვს პორტუგალიის ნაკრებს, რომელთანაც ჩვენმა ნაკრებმა სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის გასვლითი შეხვედრა წააგო, თუმცა, ახლა რევანშისთვის (და რატომაც არა) საშინაო მატჩი დარჩა ჩასატარებელი. დღეს, პორტუგალიის ნაკრები, გვიან ღამით სომხეთს დაუპირისპირდება.