უეფა-ს აღმასკომმა ევრო 2028-სა და ევრო 2032-ის მასპინძელი ქვეყნები ოფიციალურად დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო, ევრო 2028-ს ერთდროულად ინგლისი, ჩრდ, ირლანდია, ირლანდიის რესპუბლიკა, შოტლანდია და უელში უმასპინძლებენ. უეფა-მ მოიწონა იტალიისა და თურქეთის ერთობლივი განაცხადი და ამ ქვეყნებს, ევრო 2032 წლის ჩატარების უფლება მისცა. ეს გადაწყვეტილება უეფა-ს აღმასკომმა დღეს, ნიონში მიიღო.
„მინდა ორივე ჩემპიონატის ბიდი-ის მონაწილე ასოციაციებს მივულოცო მასპინძლობა, მათი თავდადება, მონდომება და ერთგულება დღეს, სათანადოდ დაფასდა. ერთად ჩვენ, დაუვიწყარი ტურნირების ჩატარებას მოვახერხებთ, რომლებიც გაერთიანებისა და სპორტული სულის ზეიმი იქნება", - ამბობს ალექსანდრ ჩეფერინმა ვაჭრობის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის გამართვის თაობაზე, მასპინძელმა ქვეყნებმა ერთობლივი განაცხადი გააკეთეს. რაც შეეხება 2032 წლის ჩემპიონატს, აქ, თავდაპირველად იტალიამაც და თურქეთმაც დამოუკიდებელი განაცხადები წარადგინეს, თუმცა, შემდეგ გააერთიანეს, რასაც საბოლოოდ, უეფა-ს მხარდაჭერა მოჰყვა.
ამავე შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2028 და 2032 წლების ჩემპიონატებამდე, უკვე, კარზეა მომდგარი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი. შესაბამისად, უკვე გაყიდვაშია, ევრო 2024-ის 1.2 მილიონი ბილეთი, ბილეთების 80%, რაც 2.7 მილიონს შეადგენს ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების ფანებისთვის და ფეხბურთის სხვა მოყვარულებისთვის.
ბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპი - განაცხადების გაკეთება, რომლის დროსაც ფასი 30 ევრო იქნება, 26 ოქტომბერს დასრულდება. ამის შემდეგ, ბილეთები, ე.წ. ლატარიის პრინციპით გაიყიდება.
ამის შემდეგ, ერთი მილიონი ბილეთი 2 დეკემბერს ჩანიშნული წილისყრის შემდეგ ჩაეშვება გაყიდვაში და უეფა, ამ ბილეთების რეალიზაციას ფინალურ ეტაპზე მონაწილე ნაკრებების ფედერაციებთან, მჭიდრო თანამშრომლობით მოხდება.
ბილეთებს გადაუნახავენ, იმ ქვეყნის გულშემატკივარსაც, რომლებსაც, ევრო 2024 წლის ფლეი-ოფში მოუწევთ თამაში, 2024 წლის 21 და 26 მარტს.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნები:
1960: საფრანგეთი
1964: ესპანეთი
1968: იტალია
1972: ბელგია
1976: იუგოსლავია
1980: იტალია
1984: საფრანგეთი
1988: დასავლეთ გერმანია
1992: შვედეთი
1996: ინგლისი
2000: ბელგია და ნიდერლანდები
2004: პორტუგალია
2008: ავსტრია და შვეიცარია
2012: პოლონეთი
2016: საფრანგეთი
2020: აზერბაიჯანი, დანია, ინგლისი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ნიდერლანდები, რუმინეთი, რუსეთი, შოტლანდია, ესპანეთი
2024: გერმანია
2028: ინგლისი, ჩრდ. ირლანდია, ირლანდია, შოტლანდია, უელში
2032: იტალია, თურქეთი
ფოტო: ©Kristian Skeie - UEFA/UEFA via Getty Images