ხვალ, ევროპის 2023/24 წლების 17-წლამდეთა შესარჩევი რაუნდი იწყება. კალენდრის მიხედვით, თამაშები, რომლებიც მინი ტურნირების ფორმატით ტარდება საქართველოში, ირლანდიასა და ისრაელში იყო დაგეგმილი. თუმცა, ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო, მე-12 ჯგუფის თამაშები სადაც ბელგიის, ისრაელის, უელსისა და გიბრალტარის 17-წლამდე ნაკრებები მოხვდნენ წილისყრის შემდეგ, გადაიდო. უეფა, მისი გამართვის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. ამ ჯგუფის თამაშები, 2021 წლის მონაცემებით, 50456 ათასიან ქალაქ ნეს ზიონაში უნდა გამართული, ქალაქი, რომელიც აშდოტსა და თელ-ავივის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მდებარეობს.
ირლანდიაში იასპარეზებს, მე-10 ჯგუფი, სადაც ერთმანეთს მასპინძელი ირლანიის გარდა შვეიცარიის, ისლანდიისა და სომხეთის ნაკრებები ითამაშებენ.
კიდევ ერთი ჯგუფი, 11-17 ოქტომბერს საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში იასპარეზებს. გიორგი ჩიტაურის გუნდთან ერთად ჯგუფში დანიის, ავსტრიისა და ლიეტუვას ნაკრებები ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი ასეთია:
11 ოქტომბერი / საქართველო - ავსტრია / 17:00
14 ოქტომბერი / საქართველო - დანია / 17:00
17 ოქტომბერი / საქართველო - ლიეტუვა / 17:00
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სამივე შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს. აღნიშნული შეხვედრებისთვის, ჩიტაურმა შეკრებაზე 20 ფეხბურთელი გამოიძახა და სამზადისიც იმერეთში გაიარა.
საქართველოს 17-წლამდე ღირსებას შესარჩევ ჯგუფურ ტურნირზე დაიცავენ:
მეკარეები: საბა ასანიძე („სულაქველიძის აკადემია"), გიორგი ყავლაშვილი („როიალ ანტვერპენი", ბელგია).
მცველები: საბა ხარებაშვილი ("დინამო თბილისი"), ანდრია ხოროიშვილი ("დინამო თბილისი"), დაჩი გოგოლი („სელერო"), ალექსანდრე ამისულაშვილი ("საბურთალო"), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი გვასალია ("დინამო თბილისი"), გიგი გლუნჩაძე ("დინამო თბილისი").
ნახევარმცველები: ლუკა ლაშხია („მარტვილი"), ნიკოლოზ ჩიქოვანი ("დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ელისაშვილი ("დინამო თბილისი"), ლუკა წულაია ("დინამო თბილისი"), რეზი დანელია ("დინამო თბილისი"), ნიკოლოზ სურგულაძე ("საბურთალო"), ალექსანდრე ქუთათელაძე („მონაკო", საფრანგეთი), დავით გოგილაშვილი ("საბურთალო"), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი", ინგლისი).
თავდამსხმელები: გიორგი მჟავანაძე („"საბურთალო""), ვახტანგ სალია ("დინამო თბილისი").
სფფ-ს ფოტო