საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025 წლის C ჯგუფში შესარჩევი შეხვედრას ბათუმში, 12 ოქტომბერს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 18:00 საათზე ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრები 2023 წელს, მეორედ შეხვდებიან, თუმცა, ამჯერად, ევროპის ახალი ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. შეგახსენებთ, რომ ევრო 2023-ის ჯგუფურ ეტაპზე სვანაძის გუნდმა მოახერხა ნიდერლანდებისთვის ქულების ართმევა. თუმცა, ამჯერად სხვა ტურნირია და ორივე გუნდი ივნისისგან განსხვავებით სახეცვლილები წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ.
ამ და მომდევნო, 17 ოქტომბრის თამაშისთვის, რომელშიც ჩვენი 21-წლამდები შვედეთს დაუპირისპირდებიან, ქართული გუნდი, მეორე დღეა ინტენსიურად ემზადება. 21-წლამდეთა ნაკრებმა დღეს, ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე ივარჯიშა. სფფ-ს ოფიციალური სანაკრებო გვერდის ცნობით, ტრავმის გამო, მოახლოებულ მატჩებში ახალგაზრდულ ნაკრებს ბერძნული „პაოკის" ფორვარდი, ვასილიოს გორდეზიანი, ვერ დაეხმარება. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი ვინ ჩაანაცვლებს გორდეზიანს საქართველოს ნაკრებში.
დღეს კი, გუნდმა, დღევანდელი საწვრთნელი პროცესი არასრული შემადგენლობით ჩაატარა, ლეგიონერები - გიორგი კვერნაძე, ლუკა გაგნიძე და ზურაბ რუხაძე მოსამზადებელ ეტაპს ხვალ შეუერთდებიან.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებულნი არიან:
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი").
მცველები: გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი"), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო" ქუთაისი), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი"), მუხრან ბაგრატიონი („დინამო" ბათუმი), საბა მამაცაშვილი („გაგრა"), ზურაბ რუხაძე („მეტა", ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი"), გეგი გეგუჩაძე („ლოკომოტივი" თბილისი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია („დინამო თბილისი"), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო"), გიზი მამაგეიშვილი („საბურთალო"), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი"), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი"), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე", ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია („კოლხეთი 1913", ფოთი), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი", ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო" მოსკოვი, რუსეთი).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი").
ამ ეტაპისთვის, სწორედ ნიდერლანდები და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები 6-6 ქულით ლიდერობენ სატურნირო ცხრილს.
სფფ-ს ფოტო / © ლაშა კუპრაშვილი