საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის მოსამზადებლად დღეს, თბილისში შეიკრიბა. გუნდი სასტუმრო „პულმანში" დაბინავდა და დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიშიც გამართა.
შეკრების პირველ დღეს, საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, ალექსანდრე კალანდაძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, დავით ვოლკოვი, ბუდუ ზივზივაზე.
„ძალიან გახარებული ვარ, რადგან ისევ მიწევს საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმა, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის. ვცდილობთ, დავივიწყოთ განვლილი მატჩები, თუმცა, ამავდროულად უნდა ვისწავლოთ განვლილი თამაშებისგან. დღეს, პირველი ვარჯიში გვქონდა და დავიწყეთ მზადება ტაილანდთან და კვიპროსთან სათამაშოდ. ფეხბურთელისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციაა, როდესაც შენი თანამემამულეები გამხნევებენ. ვფიქრობ, უნდა მოვახერხოთ როგორც ტაილანდთან, ისე კვიპროსთან ჩვენი თამაშის ჩვენება და შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკეთ იციან ჩვენი შესაძლებლობები. მივყვებით ყოველდღიურობა და ვეცდებით გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები", - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი. საქართველოს ნაკრების წევრი.
ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში ტაილანდს დაუპირისპირდება, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. 15 ოქტომბერს კი, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 20:00 საათზე დაიწყება. ვილი სანიოლის ოქტომბრის თამაშებისთვის შემდეგი შემადგენლობა ჰყავს გამოძახებული.
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო თბილისი", საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი", ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია", ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო თბილისი", საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი", საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი", ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი", ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი", ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია).
სფფ-ს ფოტო / © ლაშა კუპრაშვილი